ამონარიდები ალბერ კამიუს რომანიდან – „უცხო”
„სიბერე არ ინკურნება”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჩემს ლეიბსა და ფიცარს შუა მართლა ვიპოვე ერთი ძველი, გაყვითლებული და გაცრეცილი გაზეთის ნაგლეჯი, რომელიც მიწებებეული იყო ქსოვილზე. დასაწყისი აკლდა, მაგრამ მასში აღწერილი იყო ამბავი, რომელიც, როგორც ჩანს, ჩეხოსლოვაკიაში მომხდარიყო. კაცი ჩეხეთის ერთი სოფლიდან ფულის საშოვნელად გადახვეწილა. ოცდახუთი წლის შემდეგ უკან დაბრუნებულა გამდიდრებული, ცოლთან და შვილთან ერთად. მის მშობლიურ სოფელში დედამისსა და და მის დას პატარა სასტუმრო ჰქონიათ. მათთვის სიურპრიზი რომ მოეწყო, ცოლ-შვილი სხვაგან დაუტოვებია და თვითონ დედამისის სასტუმროში მისულა. დედას იგი ვერ უცვნია. კაცს უფიქრია, გავეხუმრებიო და ოთახი აუღია. ფულიც დაუნახვებია. ღამით დედას და დას ჩაქუჩით მოუკლავთ გაძარცვის მიზნით და გვამი მდინარეში გადაუგდიათ. დილით მისი ცოლი მისულა, რომელმაც მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა და მისი ვინაობა გაუმჟღავნებია. დედას თავი ჩამოუხრჩვია. და ჭაში ჩავარდნილა. ეს ისტორია ათასჯერ მაინც გადავიკითხე. ერთი მხრივ, დაუჯერებელი იყო. მეორე მხრივ, ბუნებრივი. ასეა თუ ისე, ჩავთვალე, რომ ის კაცი ცოტა ღირსიც იყო, რაც დაემართა. არასოდეს არ უნდა ითამაშო”.
* * *
„ყოველთვის საინტერესოა მოისმინო, რას ლაპარაკობენ შენზე. მაშინაც კი, როცა განსასჯელის სკამზე ზიხარ”.
* * *
„ადამიანების ყურადღებას დიდი ხნით ვერ მიიპყრობ”.
* * *
„რა იცი, რა გელოდება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბუნებრივია, რომ ყოველთვის გონივრულად ვერ მოიქცევი”.
* * *
„ადამიანი მთლად უბედური არასოდეს არის”.
* * *
„ყველასათვის ცნობილია, რომ ცხოვრება წვალებად არ ღირს”.
* * *
„როცა სიკვდილი გეწვევა, მნიშვნელობა არ აქვს, ეს სად და როდის მოხდება”.
* * *
„ცოტა ბრალი ყოველთვის ყველას მიგვიძღვის”. – (ავტორი გენია.ჯი)