ამონარიდები ერკმან-შატრიანის რომანიდან – „გლეხკაცის ისტორია”
„ჭეშმარიტებას ძალად ვერავის შეაგნებინებთ”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცარიელი სიტყვა არ გეგონოთ: ნუ გამხეცდება ადამიანი, თორემ ყველა მხეცზედ უარესი გახდება”.
* * *
„ასე იყო და ასე იქნება ყოველთვის ადამიანის შვილი: სწორედ გაჭირვებაში დაჰკარგავს ხოლმე თავის ძალის იმედს და ისე მოეშვება, როგორც ჩული; თუ მაშინ გულშემატკივარი არავინ შეხვდა და არ გაამხნევა, წასულია იმის საქმე”.
* * *
„საშინელებაა ძმათა შორის ომი, და მართლა საზიზღარი ქმნილება უნდა იყოს ადამიანი, რომ ამისთანა უდიერებას ჩადიოდეს”.
* * *
„უმსხვერპლოდ არა ეძლევა რა ადამიანს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მგლის დანდობა ცხვრის გაწყვეტააო, ნათქვამია”.
* * *
„კაცმა უპირველეს ყოვლისა თავისი ვალდებულება უნდა შეასრულოს”.
* * *
„ – სიცოცხლე ბრძოლაა, ჩემო მიშელ, და ბრძოლა კიდევ მაშინ არის ღვთისა და კაცისაგან კურთხეული, როდესაც თავისუფლების მოსაპოვებლად არის წარმოებული”.
* * *
„კაცი რომ იმავ ბავშვობიდანვე დაჩვეული არ იქნება ნებივრობას, თევზის ქონს კი არა, ქვასაც კარგად მოინელებს”.
* * *
„საშინელი ყოფილა სამშობლოსთვის ატირებული ვაჟკაცი!” – (ავტორი გენია.ჯი)