ამონარიდები ლევან გოთუას რომანიდან – „გმირთა ვარამი”
„ – არის კეთილი სიბრძნე, მაგრამ იგი უფრო ხშირად ამაოა! და კიდევ არის ავი სიბრძნე… ყველა ქვეყნის დიდმპყრობელნი ამას უფრო მისდევენ… იგი ნაღდია მუდამ. ამ ავ სიბრძნისაა – „გახრწენ და გადმოიბირე!” არ დაინდო ზნემაღალი მტერი – იგი უფრო საშიშია! სხვას ან იყიდი, ან შეაშინებ და ყველაფერში გამოიყენებ. ზნემაღალი კი უკვე გმირია და ვაითუ მას კიდევ სიმარჯვე და გონება ახლავს!.. უზნეო კი – თუნდაც მტერი – შენი ბუნებრივი მოკავშირეა! საჭირო შალაშინი გამოიყენე!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ეჰ, ჭრელია ქვეყანა და ცვალებადი ადამიანის გული…”
* * *
„ერთი მტრის სიძულვილს მეორე მტრის შერიგება კიდევ ჰო, ხოლო გულწრფელი სიყვარული ვერასოდეს წარმოუშვია”.
* * *
„ – საქართველოში ყოველი კეთილქართული და, მით უფრო, თანადგომის საქმე ფარულად თუ გაკეთდება… მოპარულად… რომ ვერც მტერმა გაიგოს, ვერც მოყვარემ – ყველას ეწყინება!.. უცნაურია… უცნაური… ნეტავ რა გვჭირს ასეთი?”
* * *
„თურმე, რამდენი ვარამი და სისხლი უნდა ჩაიგუბოს და ჩაიშროს მიწამა, რამდენი უბედურება იწვნიოს ერმა, რომ სულ უბრალო აზრზე მოდგეს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თუ გული გულობს, რა ადვილი ყოფილა ურთიერთ გაგება და აზრთა მთხვევა!”
* * *
„მარცხი ისეთი სასწორია – ხან აქეთ დააჭარბებს, ხან იქით!”
* * *
„კეთილქართული საქმისთვის ხმალი და კაცი არასოდეს არ იქნება ზედმეტი!”
* * *
„ხანდახან დამცირებაც უნდა აიტანო მაღალი მიზნის გამო!”
* * *
„გახსოვდეს, საქართველოში ყოველი საქმე – ბრძოლაა… შრომაცა და ქეიფიც კი. ცუდი ისაა – საერთო სიკეთეს ყველაზე მეტი ბრძოლა სჭირდება ჩვენში”. – (ავტორი გენია.ჯი)