ამონარიდები ანა ანტონოვსკაიას რომანიდან – „დიდი მოურავი”
„ფულის ენა ყველამ იცის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ერიდე გველის გახელებას”.
* * *
„ვისაც გამარჯვება სურს, ეკლისა არ უნდა ეშინოდეს”.
* * *
„ცხოვრება თვითნებური, მაგრამ მომთმენია. ფარჩის სამოსი და გულშემზარავი კონკები მისთვის სულერთია”.
* * *
„თუ კაცმა თავის ბაღში ჭინჭარი დარგო, როგორ უნდა მოითხოვოს, რომ ატამი აღმოცენდეს?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სტუმარი კარგია, როცა დროზე მოდის და წასვლა არ ავიწყდება”.
* * *
„ – მე მივაჭედე სიცრუე, რათა იგი სიმართლეს მომაგონებდეს”.
* * *
„უადამიანოდ ყველაფერი მკვდარია, რადგან ადამიანი გაცხოველებულია სულით, დაე თუნდაც არა ყოველთვის სრულყოფილი სულით”.
* * *
„სიღარიბე დამცირების მეზობელია, სიმდიდრე კი კეთილშობილებისა”.
* * *
„ჯერ უნდა გაიგო და მსჯავრი მერე დასდო”. – (ავტორი გენია.ჯი)