ამონარიდები ივანე ურჯუმელაშვილის რომანიდან – „ფერიცვალობა”
„აი, თურმე, რა შესძლებია ფულს, გუშინ აღრენით მელაპარაკებოდა, ახლა კი როგორ შემომცინის”. – (ავტოირი გენია.ჯი)
* * *
„ეჰ, სიკვდილი იქნებ არც ისე საშიშია, მაგრამ ისაა დიდი უბედურება, როცა კაცს მორჩენის რწმენა დაკარგული აქვს და ისე კვდება”.
* * *
„ერიჰა! რა იოლია სხვების განსჯა”.
* * *
„სილამაზე ადამიანებში ეჭვს ბადებს!”
* * *
„ცხოვრება ზღაპარია, როგორც იყო და არა იყო რა. არარა იყო ამ ქვეყნად, არარა არი იმ ქვეყნადაც, გარდა პირდაღებული, შავი, უძირო, უსაზღვრო და მარადიული არარაობისა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რა ვუყოთ, ცხოვრებაში კარგსაც უნდა ელოდო და ავსაც”.
* * *
„დაიხსომე, ამ ქვეყნად ვერასოდეს ვერაფერს მიიღებ, თუ არ ეცდები და არ მოითხოვ!”
* * *
„ცხოვრებაში არც ისე ბევრია ბედნიერი დღეები!”
* * *
„აი დედასა, რანაირი ხალხი არ ცხოვრობს ქვეყანაზე!”
* * *
„რაც არ უნდა ბევრი იცოდე, ცოტა ილაპარაკე, ამით არასოდეს არაფერს წააგებ”. – (ავტორი გენია.ჯი)