ამონარიდები ერკმან-შატრიანის რომანიდან – „გლეხკაცის ისტორია”

„თუ ნიჭზედ მიდგა საქმე, მე ასანთის მომგონი უფრო უძლიერესი ნიჭის პატრონად მიმაჩნია, ვიდრე ყველა სუვოროვები ერთად აღებულნი”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ხალხს ადვილად სჯერა და სწამს ყოველი სიცრუე და სისულელე, რომელშიც იმას ფულს ართმევენ გაიძვერა ვიგინდარები, მაგრამ ურწმუნო თომად ხდება, როდესაც მის სასარგებლოს რასმეს ეუბნება კაცი”.

* * *

„ყველგან და ყოველთვის ასეა: ყველას თავის თავი გასჭირვებია”.

* * *

„კაცი კაცის მჭამელია; თუ არ შევჭამთ, ჩვენ შეგვჭამენ და ბარემ ჩვენ შევჭამოთ!”

* * *

„ქრისტე ღმერთი ჭკუით იცნესო, ნათქვამია”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – საბრალო ხალხო! შენისთანა ერთგული და თავგანწირული მოსამსახურე არავინა სხვას თავისუფლებას, მაგრამ ვაი, რომ თვალებში გაქვს ჭკუა! ოღონდ მოგელაქუცოს ვინმე, თანაც შეგაქოს და ერთგულება შემოგფიცოს, შენ სალოცავ ხატად დაისვენებ და აზრადაც არ მოგივა, რომ შეიძლება გატყუებდეს, თავის საქმეს ირიგებდეს და კიდეც დაგცინოდეს”.

* * *

„სახელმწიფო ხაზინა ცარიელი სიტყვაა და სხვა არაფერი! სახელმწიფო ხაზინა ფლიდებისა და გაიძვერების ჯიბეა”.

* * *

„საკვირველი ურცხვი რამ ყოფილა ადამიანი!”

* * *

„მართალია, რომ ზოგი გენიოსი თავხედობით არის გენიოსი”.

* * *

„გასაკვირველი რამ ყოფილა ადამიანის სულმდაბლობა!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>