ამონარიდები გურამ გეგეშიძის რომანიდან – „ცოდვილი”
„ – რად გინდა რამე, თუ თავისუფლება არ გექნება. ჩემმა შვილებმა იცოცხლონ, ჯობია ტიტველი და მშიერი დადიოდე, ოღონდ თავისუფალი იყო, გამომცდია და ვიცი…” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ასეა, ასე! ერთფეროვნებაზე აუტანელი არაფერია”.
* * *
„კაცის მდგომარეობა მარტო მის ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული”.
* * *
„ცხოველს ბევრი საერთო აქვს ადამიანთან. ცხოველმაც იცის შიში, სევდა, გაოცება, იმედგაცრუება, სიხარული, სიყვარული…”
* * *
„არ ვარგა, როცა კაცი თავმოყვარეობაზე, ღირსებაზე და კეთილშობილურ სიამაყეზე უარს ამბობს იმ მიზეზით, თითქოს მისი სული უფრო მაღლა იდგეს ამ ცნებებზე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჯერ კიდევ ბევრი ცუდი ადამიანი არსებობს ამქვეყნად, ბევრი…”
* * *
„არსებობს ასეთი რამ, საკუთარი თავის სიბრალული, ზოგჯერ მართლაც დიდ სიამოვნებას რომ გგვრის, მაგრამ მამაკაცს არ შეეფერება, არ ეკადრება ასეთი რამ”.
* * *
„იმას, რაც გაქვს, არასოდეს არ აფასებ კაცი”.
* * *
„მარტო სიტყვები, მარტო ღიმილი, მარტო პირადი ურთიერთობა რომ იყოს გამომხატველი კაცის ნამდვილი ბუნებისა, ამას რა სჯობს მაგრამ, სამწუხაროდ, რამდენი რამ იმალება ყოველივე ამის იქით?”
* * *
„ბედი – ეს არის შენი შინაგანი ბუნება. ის თავისებურად დაგატარებს ცხოვრების მიხლართულ-მოხლართულ გზებზე და ეს ბედი, – შენი შინაგანი ბუნება, განმსაზღვრელი და შემქმნელი შენი რაობისა, გეძლევა ერთხელ და სამუდამოდ და არასოდეს არ იცვლება”. – (ავტორი გტენია.ჯი)