ამონარიდები რიკარდო გუირალდესის რომანიდან – „დონ სეგუნდო სომბრა”
„ვიდრე ფრთები არ გაგიმაგრებია, ძალიან მაღლა ნუ აფრინდები”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გადაწყვეტილ საქმეზე დიდხანს თუ იფიქრე, თავს ვერასოდეს მოაბამ”.
* * *
„რისთვის შექმნა ღმერთმა ქალები? კაცების საამებლად. მაგრამ ბოროტი და ანჩხლი ქალები რისთვისღა შექმნა? – ალბათ, იმიტომ, რომ ქონის სანთლებად ჩამოქნან კაცები”.
* * *
„ყველა უგუნურს ასე ემართება. როცა სხვისი თანდასწრებით გადაწყვეტს რამეს, კიდევაც რომ დარწმუნდეს, პირველი ნაბიჯი გადავდგიო, მაინც ვეღარ შეჩერდება, ჯიქურ მიიწევს წინ: რაკი გადავწყვიტე, უკანდახევა გვიანღააო. მერე კი უგუნური გაკიცხავს თავის სულსწრაფობას”.
* * *
„ყველამ მცირედიდან დავიწყეთ სწავლა”.
* * *
„გავეცანი ცხოვრებას, ვისწავლე, რომ ბრძოლაში შეუპოვარი და ამტანი უნდა ვიყო, წარუმატებლობის შემთხვევაში სულით არ უნდა დავეცე, სიყვარულში თავდავიწყებას არ მივეცე, არ ვენდო ქალებს და არ მივეძალო ღვინოს, ვიფრთხილო უცნობ ადამიანებთან და ვენდო მეგობრებს”.
* * *
„არც ერთმა ჩვენგანმა არ იცის, რას ჩაიდენს. შემთხვევითმა შეხვედრამ პატიოსანი კაცი შეიძლება დამნაშავედ გაქციოს! რანი ვართ ჩვენ, ადამიანები?! ნამდვილი გონიერი არსებანი თუ ბედისწერის ბრმა იარაღი, რაკი ჩვენს საქციელს მხოლოდ დანაშაულის ჩადენის შემდეგ შევიგნებთ ხოლმე?”
* * *
„დადგება დრო და შენი თავის მასწავლებელი შენ თვითონ გახდები”.
* * *
„ – ეჰ, სიღარიბეს რა ვუთხრა!”
* * *
„გაჭირვება, ამბობენ, ყველაფერს გასწავლისო”. – (ავტორი გენია.ჯი)