ამონარიდები კონსტანტინე ლორთქიფანიძის რომანიდან – „ნატვრის თვალი”

„არის მოგონება – სამარის კარამდე უჭკნობად რომ მიგყვება, თითქოს ის ყველაფერი გუშინ მომხდარიყოს. ვერავითარი გაჭირვება ან ახალი ბედნიერება იმ მოგონებას ელვარებას ვერ დაუკარგავს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„დიდმა სიხარულმა დიდი ელდა იცის”.

* * *

„ – რა დალოცვილია ჩვენი ქვეყანა! აგერ მთაზე თოვლი დევს, მთის ძირში კი ატამი ჰყვავის და ბავშვები პერანგის ამარა დარბიან!”

* * *

„ქართველი კაცი მუდამ მღერის, როცა მუშაობს. მღერის ხვნაში, თოხნაში, მკაში, მაგრამ იშვიათად თუ ვინმეს უნახავს, რომ იგი ბარვის დროს მღეროდეს. ჩვენში ბარვას ჯოჯოხეთს ეძახდნენ”.

* * *

„სხვა თუ ვერ გაიგებს, შენ თვითონ სადღა გაექცევი შენი სინდისის ხმას!..”

* * *

„ცრუ კაცი ყველაფერს იკადრებს”.

* * *

„გულმა გულს სიტყვა უთხრა და ენამ ორივე გასცაო!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – არც ბევრი ჯავრი ვარგა და არც ბევრი სიხარული!”

* * *

„ნათქვამია, ერთი ხელით ტაში არ დაიკვრებაო”.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>