ამონარიდები თენგიზ ჩალაურის მოთხრობებიდან…
„ბოღმა კატასავით ფრთხილია, მელიასავით ეშმაკი და ფეხდაბიჯებულ ასპიტივით დაუნდობელი”. – (გაქცეულია განსაკუთრებით საშიში დამნაშავე)- (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თუ განსჯა და გონება გყოფნის, თვალებში კი არა, ხელებში უნდა უცქირო ადამიანს, ხელებში, რადგან ის არის ადამიანის სულის ჭეშმარიტი სარკე, ანარეკლი და შემსრულებელი მისი განზრახვისა და ჩანაფიქრისა”. – (ლომი, ალკოჰოლიკი, მანეთიანი და კლეპტომანი)
* * *
„საოცარია, რა ძლიერ არის ადამიანში გამჯდარი სხვათა დამორჩილების სურვილი. ძალაუფლებით წამიერი დატკბობისათვის ადამიანი მზად არის დიდხანს, დიდხანს იშრომოს”. – (ლომი, ალკოჰოლიკი, მანეთიანი და კლეპტომანი)
* * *
„ჩვენს დროში ადამიანს იმდენი სადარდებელი და თავშისაცემი აქვს, რომ მოთმინება უნდა გქონდეს, ანდა, კატის ნერვები, რომ ყველაფერს გაუძლო და არ აღელდე”. – (ლომი, ალკოჰოლიკი, მანეთიანი და კლეპტომანი)
* * *
„ცხოვრებაში სრულიად სხვაგვარად და საწინააღმდეგოდაა მოწყობილი ყოველივე. აქ ბოროტს – კეთილის თვალები აქვს, უსინდისოს – პატიოსანის, და ვინც ამას ვერ ხვდება, უმკაცრესად ისჯება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ამბობენ, თვალებით შეიძლება ადამიანის არსის შეცნობა და შეგრძნებაო, მაგრამ, თურმე რა საოცარი ბრიყვული გულუბრყვილობა ყოფილა ამის დაჯერება”. – (ლომი, ალკოჰოლიკი, მანეთიანი და კლეპტომანი)
* * *
„ზოგჯერ რა გრძელი და დაუსრულებელია დროის ზოგიერთი მცირე მონაკვეთიც კი”. – (ლომი, ალკოჰოლიკი, მანეთიანი და კლეპტომანი)
* * *
„ბედი მომეც და თუნდაც დენთით სავსე კასრში გავაფუილებ ყალიონს”. – (ნაცრისფერპალტოიანი კაცი)
* * *
„ჭორი, კონიაკისა არ იყოს, რაც მეტად ძველდება, მით უფრო ფასდაუდებელი და სარწმუნო ხდება”. – (გაქცეულია განსაკუთრებით საშიში დამნაშავე)
* * *
„გაუფრთხილდით ბავშვებს – სამყაროს მომავალს!” - (ნაცრისფერპალტოიანი კაცი) – (ავტორი გენია.ჯი)