ამონარიდები თემურ ამყოლაძის რომანიდან – „დავიწყებული ამბავი”
„ …იფიქრე რაც გინდა, ფიქრის წაკითხვა ჯერ არავის უსწავლია”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დრო ყველასთვის ერთია, ყველასთვის ერთნაირად მიედინება, ოღონდ ეგაა, ვის როგორ ეჩვენება – ლხინში სწრაფად მიექანება, ჭირში კუსავით მიღოღავს”.
* * *
„ნასწავლი კაცი იოლად არ მოტყუვდება”.
* * *
„ …რა არ გაგახსენდება გამწარებულ ადამიანს”.
* * *
„ხალხის ენას ვინ დაიჭერს?!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ხშირად დაუჯერებელს უფრო ირწმუნებს ხოლმე სოფელი და სარწმუნოში ეჭვს შეიტანს”.
* * *
„ეჰ, ოცნება ოცნებაა, ფიქრისათვის სამანი ვის დაუდვია…”
* * *
„ისტორიამ ყველა უნდა აღნუსხოს – კარგიც თქვას, ავის დაიხსომოს”.
* * *
„ივარგე და მერე თავსაც გამოადგები და სოფელსაც”.
* * *
„ღმერთი ღმერთია და იმასაც უხარია სანთელს რომ უნთებენ, მე კაცი ვარ და რა გასაკვირია, სოფლისაგან პატივისცემა გამიხარდეს…” – (ავტორი გენია.ჯი)