ამონარიდები იონ კრიანგას ზღაპრიდან – „ზღაპარი თეთრ არაპზე”
„კეთილი და კარგი ადამიანის საშველი არ არის. ეს ცნობილია”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიკეთე და ბოროტება ისეა დაშორებული ერთმანეთისაგან, როგორც ცა და მიწა”.
* * *
„არავინ უწყის, ზოგჯერ ხსნა საიდან გამოჩნდება”.
* * *
„იცოდე, რომ ღმერთი ზოგჯერ თავის მადლს დავრდომილთა და სნეულთაც მოაფრქვევს”.
* * *
„ხომ იცი – თამამს ღმერთიც წყალობსო!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ნათქვამია: კაცმა უძაღლო სოფელი ნახა და უჯოხოთ სეირნობსო”.
* * *
„ – ღმერთო, მიხსენი იმ ადამიანებისაგან, რომელთაც საკუთარი ჩრდილისაც კი ეშინიათ”.
* * *
„ერთ ადგილას ჯდომა აბა რას გარგებს კაცს?!”
* * *
„ – რას არ მოესწრება ადამიანი სიცოცხლეში!”
* * *
„ტყუილად კი არ არის ნათქვამი, სიკეთე სიკეთით ვის დაუფასებიაო”. – (ავტორი გენია.ჯი)