ამონარიდები ბორის დავითაიას რომანიდან – „სიკვდილმისჯილნი”

„ნებისმიერი ძალადობა, უწინარესად, საკუთარ უძლურებას შეგაცნობინებს”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სინდისი საკუთარ ქენჯნიდან იწყება”.

* * *

„ადამიანის ცხოვრებაში დგება ისეთი წუთი, როცა ვეღარ ცნობ საკუთარ თავს. გგონია შრომობ, რაღაცას აკეთებ, მაგრამ რად გინდა? არავინ ამჩნევს, შემფასებელიც არ ჩანს. ასეთ დროს ის, რაც გიზიდავს, მოსაბეზრებელი და გულის ამრევი ხდება”.

* * *

„სინამდვილე ხშირად იმდენად პროზაულია, რომ ადამიანის გონება, მისი რომანტიკული ბუნება უძლურია ჩაწვდეს მის არსში”.

* * *

„რა საბრალონი არიან ადამიანები? ვიდრე შეუძლიათ რამე, სიცოცხლითა და სიყვარულით არიან გარემოსილნი… შემდეგ კი ქრება გრძნობა და ქრება ადამიანიც”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ცხოვრებაში გამოერევა წუთები, როცა არ იცი როგორ მოიქცე, როგორ დაიჭირო თავი და საოცრად დაძაბული ხდები”.

* * *

„ძნელია, როცა უტიფრად გახლიან იმას, რასაც არ იმსახურებ”.

* * *

„სურვილი იმორჩილებს ადამიანს, თავის ნებაზე ატარებს”.

* * *

„როდის ძვრება ადამიანის სულში ეჭვის ჭია? ალბათ მაშინ, როცა საკუთარ თავზე უსასრულოდ მსჯელობ”.

* * *

„შენ იმუქრები ბედისწერავ და მეც შენკენ მუქარით მოვდივარ…” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>