ამონარიდები სომერსეტ მოემის რომანიდან – „ჭრელი საბურველი”
„შელახულმა პატივმოყვარეობამ შეიძლება ქალი იმ ძუ-ლომზე მძვინვარე გახადოს, რომელსაც ბოკვრები მოსტაცეს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჭკვიანი ადამიანი რაში სჭირდებათ; ჭკვიან კაცს აზრი გააჩნია, აზრი კი უსიამოვნებას ბადებს”.
* * *
„ – იცი რა, კაცს რომ გაუგო, მის ადგილას უნდა წარმოიდგინო თავი”.
* * *
„ – ირგვლივ მყოფთა მოხიბვლა და მეტი არაფერი, მე მგონი, საბოლოოდ, ცოტა არ იყოს, მოსაბეზრებელია. ისე ნაკლებად ლამაზ, მაგრამ უფრო გულწრფელ ადამიანთან ურთიერთობა ჯობს”.
* * *
„ჩვენს დროში ხალხი საკმაოდ შეგნებულია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ადამიანს შეიძლება ძალიანაც უყვარდეს ვინმე, მაგრამ არ სურდეს მასთან გაატაროს მომავალი ცხოვრება”.
* * *
„უმჯობესია, სინამდვილეს გაბედულად შევხედოთ თვალებში”.
* * *
„ – მე ის ვიცი, რომ ყველა კაცს თავისი ფასი აქვს”.
* * *
„ – ქალებს ხშირად გგონიათ, რომ კაცებს უფრო მეტად უყვარხართ, ვიდრე სინამდვილეშია”.
* * *
„ – თუ მამაკაცს არ ძალუძს ქალს თავი შეაყვაროს, ამაში თავადაა დამნაშავე”. – (ავტორი გენია.ჯი)