ამონარიდები თენგიზ გოგოლაძის რომანიდან – „გზა კაცისა”
„ნიჭი ადამიანებისათვის იშვიათი და ბედნიერი გამონაკლისია…” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველა საქმეს თავისი მრჩეველი, დამრიგებელი სჭირდება”.
* * *
„უნდა გეყოს მოთმინება და კაცს კაცურად მოუსმინო. იქნებ, სულაც იმით დაკმაყოფილდეს, თავის გასაჭირს რომ შემოგჩივლებს, მთლიანად რომ ამოხაპავს ცხოვრებისაგან გულში დაგროვებულ დურდოს! ამოახაპინე, დარდი შეუმსუბუქე, ტკბილი სიტყვის მალამო წასცხე. ო, რა ბედნიერი წასულა ზოგიერთი ასეთი სიტყვის მერე… მოჰკიდე ხელი და გამოიყვანე!”
* * *
„ცოტანი არიან ისეთნი, ეს ქვეყანა თეატრი რომ ჰგონიათ?! შევარცხვინე მათთან დიდი მსახიობი, თავიანთ როლს ისე ოსტატურად თამაშობენ, გაკვირდები, გაოცდები!”
* * *
„სიკვდილის გარდუვალობა ყველასთვის ცხადია, მაგრამ ადამიანი მაინც უკვდავების გრძნობით ცოცხლობს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – როცა კაცი რაღაცას მიაღწევს?
- მაინც კაცად უნდა დარჩეს! – მოუჭრა ბონდომ”.
* * *
„ – ყველაფერს საქმე გვაჩვენებს”.
* * *
„რა კარგია ზოგჯერ მარტოობა და თავისუფლება! ბოლოს და ბოლოს, შენი თავიც ხომ უნდა შეიგრძნო ამ უკიდეგანო და უსასრულო სამყაროში!”
* * *
„ბრიყვსა და უნიჭოს თუ ცოდნა მიეცი, იგი ამას უთუოდ ძალმომრეობისთვის გამოიყენებს, თუ ხელთ დიდი სახელმწიფო პოსტი იგდო, ქვეყანას აამტუტებს; თუ ცოტა ნაკლებ ადგილზე მოექცა, ეცდება ჭკვიანსა და კეთილს გაუსწროს, საამისოდ ყველა სიგლახეს გამოიყენებს და ეცდება გზა გადაუჭრას სათნოსა და მოამაგე ადამიანს. ეს მისი ბუნებრივი თვისებაა და ამიტომაცაა ცხოვრების მუწუკი”.
* * *
„კეთილ საქმეს არ უყვარს გადადება”. – (ავტორი გენია.ჯი)