ამონარიდები თემურ ამყოლაძის რომანიდან – „დავიწყებული ამბავი”
„ცამდე მართალი ვინ ჩადის საფლავში?!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კაცი თუ არ გიყვარს, მისგან ნამცეცების კენკვაც მჭლახამჭლუხად გეჩვენება მისკენ აზიზად მაცქერალს”.
* * *
„შენი ფიქრები შენთვის შეინახე…”
* * *
„ყველა სიყვარულს ადრე თუ გვიან მწარე გამოცდა ელოდება”.
* * *
„დრომდე უთქმელობა ჯობს ხოლმე თქმას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყოველ კაცს თავისი გასაჭირი აქვს. ზოგს – დიდი, ზოგს – პატარა”.
* * *
„ – როგორ გვაბრმავებ, ღმერთო, საკუთარი თავის სიყვარულით ჩვენ, უბრალო მოკვდავებს”.
* * *
„ღვთის სიმაღლიდან რომ გადმოიხედო, თამაშია ყველაფერი”.
* * *
„შორიდან მაინც იოლია ყველაფრის განსჯა, კი, სხვის ომში ბრძენი იქნები”.
* * *
„ყველას საკუთარი ცერის ტკივილი ახტუნებს ცალ ფეხზე…” – (ავტორი გენია.ჯი)