ამონარიდები ლევან გოთუას მოთხრობიდან – „სერაფიტი”

„დიდი გმირობა ყოფილა, თავის სიჩუმეს რომ მოერევა ვინმე!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ქვეყანას დაძვრა უნდა. არა გაუთავებელი შეძვრა!”

* * *

„ლმობიერება გამარჯვებულთა უფაქიზესი იარაღია!”

* * *

„რა დიდი ძალა აქვს გულწრფელ სიტყვას…”

* * *

„ხელის შეხება ადვილია, სულის შეხება ყოფილა ძნელიც და უმთავრესიც!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ახლა სიმართლე ისე ვერ გაურბის გაიძვერობასა და ტყუილს, როგორც მიცვალებული თავის ქვაყუთს!”

* * *

„ – საოცარია ადამიანი ბუნება!.. ცისმარე დღეს საფლავის ქვებს ჰკოდავს, აწერს და მიუწვდომელ ტრფობასა და სიცოცხლეზე კი ოცნებობს! ახლა ვიცინოთ თუ ვიტიროთ?”

* * *

„კეთილი ადამიანის თავგადასავალი, ყველაზე ნიშანდობლივი და სავალალოა!… თითქოს ცხოვრებას ასულდგმულებს და უკვალოდ გადადის… ხოლო ბოროტება უფრო აჩენს კვალს!..”

* * *

„ერი რომ „კეთილი გულის” უყოლობას იტყვის, მართლაც ცუდად ყოფილა ერისა და სიკეთის საქმეც!”

* * *

„დედამიწას შეიძლება ირგვლივ შემოუარო, მაგრამ წარსულს ვერ მოუვლი მოსაბრუნებლად! ასე რომ ნამყო წამი და საუკუნე არსებითად, ჩვენთვის თანასწორია!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>