ამონარიდები თენგიზ გოგოლაძის რომანიდან – „გზა კაცისა”
„თურმე, ჭირს შესძლებია კაცის გაკაჟება თუ შესძლებია!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – წიგნმა დიდი შეყვარება იცის, იმიტომ, რომ ცხოვრებაში ყველა მეგობარზე უფრო მეტად საიმედო მეგობარია, ათასი ამბებით გავსებს, გეჩურჩულება, გეალერსება, გამხნევებს, გარიგებს…”
* * *
„ …ფარ-ხმალის დაყრა ვინა თქვა!”
* * *
„ხალხს დიდი თვალები აქვს”.
* * *
„არიან ადამიანები, რომელთათვისაც ნათელი აზრი ნათელი აზრი არ არის, ჭეშმარიტება მძიმედ მიიკვლევს გზას მათი გონების სიღრმეში. ამიტომ მათთვის ბევრი რამ გაუგებარია, საჭოჭმანო და მიუღებელი… არიან ისეთნიც, რომელთათვის აზრი ნათელია, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მაინც სადაოდ ხდიან საგანს. არიან ისეთნიც, რომელთაც მაშინვე გულთან მიაქვთ ყოველგვარი სიახლე და ისე ეგებებიან, როგორც ფრინველთა გუნდები – განთიადს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მარტო სიბრალული ვის რას უშველის!”
* * *
„ძიების გარეშე თავისთავად არაფერი მოდის”.
* * *
„ასეა ნიჭიერი ადამიანების ხვედრი: პოეტი ხარ – პოეტური მუზა არ გასვენებს, მშენებელს სხვა მუზა იტაცებს, მუსიკოსს – სხვა ზღაპრული სამყარო… და მაინც ყველას ერთი ღმერთი მფარველობს შექმნისა და შენებისა. გამორჩეულთა, ნიჭიერთა წილხვედრია ამ ღმერთის წყალობა, იგი აღაზევებს და განადიდებს სიკეთის მქმნელთა და ძვირფას საგანძურთა მქმნელთა…”
* * *
„როდის იყო ხალხს ვისიმე სისხლი, ვისიმე სიკვდილი მონატრებოდა!”
* * *
„ამ ცხოვრებაში ყველაფერს თავისი ადგილი აქვს”. – (ავტორი გენია.ჯი)