ამონარიდები ბრუნო აპიცის რომანიდან – “შიშველი ხელით მგლის ხროვაში”

„ადამიანის თვალები! მათ ციმციმში, ვითარცა უძირო ზღვის სარკეში იმალება ცოდნისა და არცოდნის ყველა საიდუმლოება, გულის ყველა შეცდომა და გზააბნეულობა, ყველა გაგება და წვდომა, ყველა სიყვარული”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„შეცდომას ყოველთვის სისწორე ახლავს. ისევე როგორც სინათლეს – ჩრდილი”.

* * *

„ფიცსა და მის შესრულებას შორის გამოუცნობი ადამიანური ბუნების მრავალი სადგურია”.

* * *

„ – ვინც დამალულს ეძებს, ის კუთხე-კუნჭულს აქოთებს, იმას კი, რაც ცხვირწინ უდევს გვერდით ჩაუვლის ხოლმე”.

* * *

„ყველა თავისებურად ცდილობს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„განა მოვალეობის ზუსტი შესრულება საკუთარი სინდისის წინაშე საუკეთესო თავის მართლება არაა?”

* * *

„ – რკინა მანამდე გამოსჭედე, სანამ ცხელია”.

* * *

„ – გერმანელო ხალხო, ო რა პირუტყვთა ჯგრო ხარ, ერთიანად აღებული. ჯერ გონებას დაიბნელებ და მერე ფანჯარას”.

* * *

„ადამიანს ერთადერთი გზა აქვს და იგი პირდაპირ მიემართება, საფრთხისაკენ!”

* * *

„შენივე საკუთარი სიკეთისათვის არასოდეს არ უნდა იცოდე იმაზე მეტი, ვიდრე მოგეთხოვება”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება