ამონარიდები ვასილ ბარნოვის ისტორიული რომანიდან – „ტრფობა წამებული”

„ძნელია ადამიანის წმინდანობა ამ ქვეყნად”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„თვითეული ნაბიჯი სახელმწიფო ყოფისა გონების გრდემლზედ უნდა იჭედებოდეს ფიქრთა უროთი, გული უნდა მორჩილებდეს აზრის ბრძანებას”.

* * *

„ბევრი თურმე ისე განვლის ცხოვრების წუთებს, თვალსაც ვერ მოჰკრავს თავის სულისდგმას”.

* * *

„ – არაკეთილ არს კაცისთვის ყოფად მარტო!”

* * *

„სამარემდინ იმედით ცხოვრობს ადამიანი. თანაც მიაქვს იმ ქვეყნად იგი იმედი; ჰგონია, იქ კვლავ გაუღიმებს ამ სოფლად ჩამქრალი ცნობიერება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„უკვდავება მხოლოდ ტანჯვით შეიძინება მომაკვდავთაგან, უსამზღვრო ტანჯვით სულიერით თუ ხორციელით, წამებათა ბრძმედში ჩადნობ-ჩაფერფლილი”.

* * *

„ – ეჰ, მიწიერია ადამიანი და ქვეყნიური გრძნობა არ განშორდება მის გულს არც როდის”.

* * *

„დიდ აზრიანია განგება ღვთისა, ხოლო მის მადლი შორსგამჭვრეტელი”.

* * *

„იცის სიცოცხლეულეველმა ერმა: უდიდეს გაჭირვებაში უძლეველ ძალას იჩენს საარსებოსა”.

* * *

„ – გაჭირვებაში გამოცდილობითა ჰხამს სარგებლობა”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება