ამონარიდები თენგიზ ბუაჩიძის რომანიდან – „გზა ბავშვობისაკენ”
„ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ის, ვისაც გულწრფელად სწამს სიკეთე და სიყვარული, გააჩნია ღირსებისა და სამართლიანობის გრძნობა, გულისხმიერია სხვისი უბედურებისადმი და გულგრილია ცხოვრების ნივთიერ სიამეთა მიმართ, უმეტესობის თვალში სასაცილო და განწირულია…” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გასაჭირი ყველაფერს უკეთ აჩენს: სიკეთეს, სირეგვენეს, ბოროტებას”.
* * *
„რა უძლურია ადამიანის გონება და რა ძლიერია შეცნობის წყურვილი!”
* * *
„ბევრი შემთხვევითობა ხდება ქვეყნად”.
* * *
„ადამიანს რომ ადამიანური გამოაცალო, ვის რაღად უნდა უსულო ჩონჩხი?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვის აქვს სულიერის ყოფნა-არ ყოფნის განსჯის უფლება? მე ღმერთმა მაშოროს ამგვარი უფლება!”
* * *
„იმედს მოკლებული ადამიანის ცხოვრება ხშირად იქცევა მომაბეზრებელი წუწუნის, უთავბოლო ძიების მიუწვდომელ ოცნებაზე მარადი წუხილის ტრაგედიად”.
* * *
„განა ადვილია რაიმე ამ ცხოვრებაში?”
* * *
„ყველამ თავისი გასავლელი გზა უნდა გაიაროს”.
* * *
„ბოლოს და ბოლოს, ქვეყნად ყველაფერი აშკარავდება!” – (ავტორი გენია.ჯი)