ამონარიდები ოტია იოსელიანის საბავშვო მოთხრობებიდან…
„თუ ადამიანს მეგობარი გყავს, მანამ უნდა გადაგახვევინოს სახიფათო გზიდან, მეგობარმა მანამ უნდა გადაგარჩინოს ფათერაკს და მოკეთემ მანამ უნდა გიკიჟინოს – „არ გაბრიყვდე, ბიჭო, იქით ფეხი არ გადადგაო”, თორემ ურემი რომ თვლებს მაღლა იზამს, მერე, ამხანაგ-მეგობრები რომ არა ცნობისმოყვარეც ბევრი შემოგეხვევა და ბევრმა შეიძლება ლოყაზეც კი შემოიკრას ხელი, მაგრამ რაღა დროსია”. – (კარის მეზობლები) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველა საქმეს თავისი დრო და ადგილი აქვს…” – (წაეშმაკო ბიჭები)
* * *
„საქმის ძირი თუ არ გააგებინე ადამიანს, ისე წვერში რას მიგიხვდება. კი, ყველაფერი თავიდან იწყება, ამიტომ არსებობს თავი და ბოლო”. – (ღრუბლიან ღამეს)
* * *
„გაუგებარი არაფერი რჩება”. – (კარის მეზობლები)
* * *
„უჰ, თურმე რამდენი სისულელე არ მოეჩვენება ადამიანს”. – (ქურდის ქუდი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გზა საქვეყნოა!” – (კარის მეზობლები)
* * *
„მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უნდა იცინოდეს კაცი!..” – (ღრუბლიან ღამეს)
* * *
„შეუცდომელი ვინაა?!” – (კარის მეზობლები)
* * *
„ასეა, თავი ყველას მართალი ჰგონია, თუ შენ არ მიახვედრე დანაშაულს, თუ შენ არ ჩაახედე სარკეში…” – (ღრუბლიან ღამეს)
* * *
„როგორც ჩანს, სიმართლეს ფიცი არ უნდა…” – (ფიცი) – (ავტორი გენია.ჯი)