ამონარიდები როსტომ ბეჟანიშვილის რომანიდან – „ჯარისკაცის ბედი”
„ადამიანები უხსოვარი დროიდან ზეცის ზემოქმედებას განიცდიდნენ. ყველაფერი, რისი განდიდებაც უნდოდათ, ცაში აჰქონდათ. მიწისძვრა და ვულკანი რომ ისეთი ხშირი იყოს, როგორც წვიმა და მეხთატეხა, უეჭველია, ადამიანები ღმერთს ზეციდან მიწაში ჩაიტანდნენ…” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სისხლი უნდა უდუღდეს ადამიანს ძარღვებში, სისხლი”.
* * *
„ყმაწვილო, ყველაზე ძნელი ცხოვრებაში ადამიანის ცნობაა…”
* * *
„ჩვენ ადამიანები ვართ, მიწის შვილები და ყველაფერი მიწიური უნდა გვახასიათებდეს. ის, რაც ნამდვილად მიწიურია, უსათუოდ არის ზეციურიც”.
* * *
„რაც ნამდვილს სცილდება, უკვე არ ვარგა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცხოვრებაზე ფიქრი გაცილებით ძნელია, ვიდრე თვით ცხოვრება”.
* * *
„იმაზე დიდი ბედნიერება სხვა არ არის ადამიანისათვის, რომ სხვაში კეთილ და გონივრულ აზრს უნერგავდე”.
* * *
„კაცი კაცია. რას მიქვიან დიდი და პატარა. ხბო ხომ არ არის”.
* * *
„სიკვდილს შეგიძლია დასცინო ან დიდი გმირობის დროს, ან დიდი, სპეტაკი, ლამაზი სიყვარულის განცდისას”.
* * *
„ცხოვრება მრავალმხრივ ცოდნას მოითხოვს”. – (ავტორი გენია.ჯი)