ამონარიდები არკადი ადამოვის რომანიდან – „შავი ჩრჩილი”
„ფული, ჩემო ძვირფასო, უდიდესი მკურნალია”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანი მორალურად მოშლილია. სულში – საზიზღრობაა, თავში – ალიაქოთი, გულში კი – ხე, ხე! ხიწვი”.
* * *
„ახალგაზრდობა თავისას შვრება”.
* * *
„ – ადამიანი ადამიანია, სულო ჩემო და ყველა ინდივიდს თავისი მოთხოვნილებები აქვს. ამ მოთხოვნილებებს კი ყოველთვის დაკმაყოფილება ესაჭიროებათ”.
* * *
„ – უფროსებზე ცუდს არ ლაპარაკობენ. მითუმეტეს, თუ ისინი ამას არ იმსახურებენ!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ცხოვრება უნდა იცოდე, გენაცვალე”.
* * *
„ვინც ზედმეტს სვამს, იგი ზედმეტსაც ლაყბობს”.
* * *
„ – მამაკაცები… ყველანი გაიძვერები არიან, მათთან უნდა ითვალთმაქცო, ყველაფერი უნდა გამოსცანცლო. ოღონდ მითხარი და ხვალვე ისეთ მდიდარ სულელს გიშოვი, გაგეხარდება…”
* * *
„საშინელებაა, ელოდო, როდის შეგარცხვენენ!”
* * *
„მარტო ფაქტები კი არ სწევენ აზრს წინ, აზრიც სწევს წინ ფაქტებს”. – (ავტორი გენია.ჯი)