ამონარიდები ჯემალ ხოფერიას რომანიდან – „ვტყუივარ შენთან”

„ზოგიერთ ადამიანს ვიცი, ასჯერ სჯობია სახედარი!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„რაც არ შეგიძლია, ეცადე რამდენიც გინდა!”

* * *

„სასჯელი ორგვარია ჩემის აზრით – დამსახურებული და დაუმსახურებელი. როცა დამნაშავე ხარ, როცა ნამდვილად ჩაიდინე დანაშაული და იხდი იმ სასჯელს, რომელიც შენ ნამდვილად გეკუთვნის და დაიმსახურე, ეს იმდენად არაფერია იმასთან შედარებით, როცა იცი, იოტისოდენა დანაშაული არ მიგიძღვის, მაინც გადანაშაულებენ და იხდი სასჯელს, რომელიც ნამდვილი დამნაშავისათვის უნდა მიესაჯათ, ეს ძალიან ძნელი გადასატანია!”

* * *

„ჩვენ, ადამიანები ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ ვუგებთ ერთმანეთს, არა გვჯერა და ისე ძირისძირობამდე არ ვიცნობთ ურთიერთს, გადაჭრით, მტკიცედ რომ განვაცხადოთ – ამა და ამ კაცის ნამდვილად გვჯერაო”.

* * *

„ყოველი ადამიანი ხშირად იმას ამბობს, რაც სწამს, რაც სჯერა, როგორც ჰგონია და მიაჩნია. ყველას თავისი გარკვეული შეხედულება გააჩნია ამ ცხოვრებაზე, ადამიანებზე, სწორედ ამ შეხედულების მიხედვით მსჯელობს და საზღვრავს!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – ბოდიშის მოხდა, როცა დამნაშავე ხარ, ყველაზე დიდი კეთილშობილებაა, შვილო!”

* * *

„სიბერე სიკვდილზე უფრო ვერაგი და უნდოა…”

* * *

„ჩვენ ხშირად საკუთარ თავს ვატყუებთ და მაშ რატომ გვიკვირს, რატომ ვიოცებთ, როცა სხვებს ვატყუებთ? საკუთარი თავის მოტყუება ხომ უფრო ძნელია, ვიდრე სხვისი?”

* * *

„ძალიან ძნელი ყოფილა საკუთარ თავს მოუგო კაცმა, საკუთარი თავი დაამარცხო!”

* * *

„არიან ადამიანები, რომელთაც თავიანთი ცხოვრების ნირით, ხასიათისა და ჩვევის გამო იშვიათად თუ შეამჩნევენ-ხოლმე”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>