ამონარიდები ჯემალ ხოფერიას რომანიდან – „ვტყუივარ შენთან”

„როცა ისეთ ვინმეს ირთავ, რომელსაც არ უყვარხარ, ეს ხომ ძნელია და ძნელი, მაგრამ კიდევ უფრო ძნელი ყოფილა, ისეთს რომ შეირთავ, რომელიც არ გიყვარს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„კაცი რომ თავმოყვარეობას დაკარგავს და ისე დაეცემა, ყველაფერზე თანახმა რომაა, რა უნდა ელაპარაკო ასეთ კაცს”

* * *

„რაც ჩემი საქმე არაა, არც ჩარევა ღირს!..”

* * *

„იცი რა დავასკვენი ამ ბოლო დროს, ბიჭო?! ქალთა უმრავლესობა სამუდამო მარტოობისათვის რომაა გაჩენილი, მარტოობა და გაუთავებელი საზრუნავ-სადარდებელია ქალების ხვედრი. ასე მოდის ოდითგანვე და ვეღარაფერი ვეღარ შეცვლის ამას”.

* * *

„ასეა, ასე! ადამიანი ყოველთვის სხვებისაგან მოელის თანაგრძნობასა და გამხნევებას”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ერთხელ რომ გიღალატებენ და მოგატყუებენ, მერე გიჭირს ხელმეორედ მინდობა, ყოყმანობ და ასე გგონია ყველა გატყუებს, ყველა გცდის, ყველა თვალთმაქცია!”

* * *

„ – ჰმ, რამდენი საიდუმლო შეიძლება იმალებოდეს ქალში!”

* * *

„იცი, ვიღაცას უნდა გაანდო შენი სათქმელი, ვიღაცას უნდა გაუმხილო, გამოუტყდე, ასე ქვია, შენი თანაზიარი გახადო რაღაცით”.

* * *

„ცივი ანგარიშიანობით გადაწყვეტილი საქმე ყოველთვის იმარჯვებს, ნაჩქარევი და წინდაუხედავი კი…”

* * *

„არის დანაშაული, რომლის პატიებაც არ შეიძლება”. – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>