ამონარიდები ივანე ყიფიანის რომანიდან – „ამონი ანუ ათასი წლის შემდეგ”

„მოთმინება კარგი საქონელია, მაგრამ ყველაფერს ხომ თავისი საზღვარი აქვს?” - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ყოველი სიტყვა ადამიანის შინაგანი ცხოვრების გამომხატველია”.

* * *

„უამრავია იმის მაგალითები, რომ შინაგანი ცხოვრებით მაღალი, კეთილშობილი და ფაქიზი გარეგნულად ყოვლად უშნო არსება ყოფილა, და პირიქით”.

* * *

„შეიძლება პიროვნებაში სხვადასხვა გარემომ ოდნავი ცვლილება შეიტანოს, მაგრამ ძირითადად ყოველი პიროვნება გადაუგვარებელი დარჩება”.

* * *

„სიკვდილი ძველ მევალესავით კაცთან მაინც მოდის”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„რა თქმა უნდა, მიწაა ერთადერთი ჭირისუფალი და მეანდერძე კაცობრიბისა”.

* * *

„ – არავითარი სავალდებულო სწავლა არ არსებობს. თვით ცხოვრება მოითხოვს ჩვენგან მის სხვადასხვა მხარეთა შესწავლას. ამიტომ მუდამ ვსწავლობთ”.

* * *

„არაფერი არ გაგიკვირდეთ!”

* * *

„ქართველი ერი, თავის ნიადაგზე კიდევ ძელქვასავით მაგრადა დგას”.

* * *

„ – რაც წავიდა, იმას ვერაფრით ვერ დაეწევი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>