ამონარიდები იური რითხეუს რომანიდან – „ზმანება ნისლის მოფენის წინ”
„ – როცა მოგშივდება – მაშინ აღარ იზარმაცებ!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანის დამამცირებელ უამრავ და საოცარ გამოგონებათა შორის ყველაზე მტკივნეული და აუტანელი თავისუფლების წართმევაა, სიცოცხლეს უფრო შეელევა ადამიანი, ვიდრე თავისუფლების წართმევას”.
* * *
„განათლება მარტო ქაღალდზე კვალის დატანა და მისი გამოცნობა კი არაა – ეს არაა მთავარი. საქმე ისაა – რა კვალია ეს და რა ფიქრებით გამოუტენა ადამიანს თავი”.
* * *
„ცხოვრება წინ მიდის, ეს კი ნიშნავს, რომ დაცემული ადამიანი ფეხზე დგება”.
* * *
„ – ის, რაც კაცს თავდაპირველად გაუგებარი გეჩვენება, შემდეგ სასარგებლო აღმოჩნდება ხოლმე”. – - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რა უფრო ძლიერია – ის, რაც საუკუნეების განმავლობაში ჩვეულებად იქცა, თუ სრულიად ახალი, რაც ხშირად შეუცნობელია?”
* * *
„ადრე თუ გვიან მაინც საჭირო იქნება წინ სვლა; ეს მარტო ბუნების კანონი როდია. ეს ადამიანის კანონიცაა”.
* * *
„განა არა სჯობია წამიერი ტკივილის ფასად საუკუნოდ მოისვენო?”
* * *
„ალბათ, ყველა ადამიანის სულში ხდება მრავალი პატარა რევოლუცია”. – (ავტორი გენია.ჯი)