ამონარიდები ჰერმან ჰესეს რომანიდან – „ტრამალის მგელი”
„არ არსებობს წესი გამონაკლისის გარეშე, და, ღმერთს შეიძლება ზოგჯერ ერთი ცოდვილი უფრო ებას გულზე, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტი მართალი”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მოძალადეს ძალადობა ღუპავს, ფულის მოყვარულს – ფული, მონას – მონობა, სიამეთა მოტრფიალეს – სიამენი”.
* * *
„მტკიცე ნებისყოფის კაცი უთუოდ აღწევს იმას, რისკენაც მთელი არსებით ილტვის”.
* * *
„ყველა ადამიანი მისეული ნაშატით, მადლითა თუ მანკიერებითაა გამორჩეული. ყველასა აქვს თავისი მომაკვდინებელი ცოდვა”.
* * *
„ყოველ ადამიანს თავისი წილი ტანჯვა უმძიმეს სასჯელად მიაჩნია!”
* * *
„თვით ყველაზე უბედურთა ცხოვრებაშიც არის ხოლმე მზით გაცისკროვნებული წუთები და ქვა-ღორღს შორის ამოხეთქილი პაწაწინა ყვავილები ბედნიერებისა”.
* * *
„რას იზამ, განგებამ ყველას თავ-თავისი მიაგო, ადვილი ხვედრი კი არც ერთისა არ უნდა იყოს”.
* * *
„შუა საუკუნეების ადამიანს ჩვენი დღევანდელი ყოფა აღაშფოთებდა და არამცთუ სასტიკი, შემზარავი და ველურიც კი მოეჩვენებოდა. ყველა დროებასა და კულტურას, ადათ-წესსა და ზნე-ჩვეულებას თავის დაღი აზის, მისთვის ჩვეული ლმობიერებითა თუ სიმკაცრით, სილამაზითა თუ სისასტიკით გამოირჩევა; ესა თუ ის დროება რაღაც ტანჯვას ბუნებრივად მიიჩნევს, რაღაც ბოროტება მისთვის დასათმენია, და ჭეშმარიტ ტანჯვად თუ ჯოჯოხეთად ადამიანის ცხოვრება მხოლოდ მაშინ იქცევა, როცა ორი დროება, ორი კულტურა, ორი რელიგია შეეჯახება ერთმანეთს. ანტიკური ხანის ადამიანს შუა საუკუნეებში რომ ეცხოვრა, საბრალოს ისევე ამოხდებოდა სული, როგორც ჩვენს ცივილიზაციაში მოხვედრილ ველურს. მაგრამ არის ეპოქები, როცა მთელი თაობა მოექცევა ხოლმე ორ დროებას, ორ ცხოვრებას შორის; აი, სწორედ მაშინ ისპობა მისთვის ყოველგვარი ადათ-წესი, მაშინ ქრება ბუნებრიობის, თავდაცვისა და უცოდველობის ყოველგვარი გრძნობა!”
* * *
„ვინც ჩემ წინააღმდეგ არ იბრძვის, ის ჩემს მხარეზეა”.
* * *
„ადამიანთა უმრავლესობას არ სურს წყალში შესვლა, ვიდრე ცურვას არ ისწავლის”. – (ავტორი გენია.ჯი)