ამონარიდები ჯემალ ხოფერიას რომანიდან – „ვტყუივარ შენთან”
„ეს რა ცხოვრება დაგვიდგა ასეთი – ადამიანს ვერ ნახავ, დამშვიდებული რომ იყოს და ნელა მიდიოდეს. ყველას რაღაცნაირად შეშლილი სახე აქვს და ყველა აქეთ-იქით გარბი-გამორბის”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ძალიან ხშირად ჩვენს ცხოვრებაში დგება წუთი, როცა იძულებული ვხვდებით სწორედ ის უარვყოთ, ის უკუვაგდოთ, რაც მთელი არსებით გვსურს და გვიზიდავს”.
* * *
„თუ დამიჯერებ, არცაა ყველაფრის ცოდნა საჭირო.”
* * *
„ზოგჯერ მწუხარება მარადიულია, დაუსრულებელი, სიკვდილამდე გრძელდება და მხოლოდ სიკვდილის შემდეგ მთვარდება”.
* * *
„დგება ადამიანის ცხოვრებაში წუთი, როცა ყველაფერი კარგავს აზრსა და მნიშვნელობას, როცა არაფერი სურს, არაფერი უნდა, გონია რომ ყველაფერი გათავდა, დასრულდა მისთვის ცხოვრება. მაგრამ გადის დრო და თანდათან ავიწყდება ყველაფერი… მაგრამ ეს ადამიანის უგულობის, უმადურობისა და გულცივობის ბრალი როდია, დროის ბრალია და ადამიანს არ მიუძღვის ამ დავიწყებაში, შეგუებაში და დამშვიდებაში წვლილი…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ზოგჯერ ცხოვრებაში ისეთი რამე ხდება, წიგნში რომ ამოგეკითხა, ფანტაზია და მოგონილი მოგეჩვენება ალბათ…”
* * *
„ჩვენ – ადამიანებს, საოცარი შეგუების უნარი გაგვაჩნია. ცხოვრება, დრო ყველაფერს კურნავს და ჩვენ ვემორჩილებით ამ დროს…”.
* * *
„დამიჯერე, ამ ცხოვრებაში იმდენი სიბინძურეა, იმდენი ჭუჭყია, იმდენი გაუგებარი და გამოუცნობი რამეები ხდება, რაც უფრო გვიან გაიგებ, რაც უფრო გულუბრყვილო და მიამიტი იქნები, მით უფრო უკეთესია”.
* * *
„ყველას როგორ ეჩქარება, კაცო?”
* * *
„ცხოვრება რთულია, ძალიან რთული და ძნელად გასაგები…” – (ავტორი გენია.ჯი)