ამონარიდები ნოდარ მოდებაძის რომანიდან – „თეა”
„არავინ იცის, ვის რა ელის. ნურვის ჰგონია, არ შევცდებიო, ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მსურსო, თვით გენიოსებიც ცდებიან პირად ცხოვრებაში და სხვებზე მეტადაც”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ცხოვრებაში გასაკვირი არაფერია!”
* * *
„კანონები ადამიანებმა გამოიგონეს, რომ ერთმანეთისათვის თავისუფლება წაერთმიათ”.
* * *
„ – აბა, დაასახელე პიროვნება, რომელსაც მაგინებელი არ ჰყავდეს!”
* * *
„ყველაფერი გაივლის, ყველაფერი დავიწყებას მიეცემა!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ორი ადამიანი არასოდეს ერთმანეთს არ ჰგავს და არც შეიძლება ისინი ერთნაირად ცხოვრობდეს, ერთი სურვილი და მიზანი ჰქონდეს”.
* * *
„როგორც გინდა, ისე იცხოვრე! სულ ერთია, პატიოსანიც და უპატიოსნოც ბოლოს ერთი გზით მიდის…”
* * *
„ – ოჰ, რანი ვართ – კეთილშობილებას ცუდი თვალით ვუყურებთ, არ გვემეტება კეთილი, თბილი სიტყვა, ერთმანეთს ვქირდავთ და ფეხს ვადგამთ ჩვენსავე ადამიანურ ღირსებებს!”
* * *
„ადამიანებს გაგვაჩნია შეგუების იშვიათი უნარი, როცა რამდენადმე გვაკმაყოფილებს ჩვენი მდგომარეობა, ყველაფერი გვავიწყდება და არ ვცდილობთ ვიყოთ ისეთი, როგორიც გვინდოდა ვყოფილიყავით. სწორედ ესაა ჩვენი ადამიანური სისუსტეც”.
* * *
„არის წუთები, როცა წარმოდგენები თვით საკუთარ თავზე იმსხვრევიან და ზიზღი გეუფლება”. – (ავტორი გენია.ჯი)