ამონარიდები ბორის დავითაიას რომანიდან – „სიკვდილმისჯილნი”
„მართალია, შურისძიება გმუხტავს, გაძლევს იმ იმპულსს, სხვა დროს რომ არ გაგაჩნდა და ჩაგადენინებს ისეთს, სხვა შემთხვევაში რომ არ ჩაიდენდი. შურისძიებამ რამდენ სუსტ არსებას ააღებინა ხელში მახვილი და სისხლი დააღვრევინა, მოასპობინა საყვარელი ადამიანები. ოცდაცამეტი საუკუნეა კოლხი მედეას შურისძიების უკიდეგანობა ზარავს მსოფლიოს…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანის ბედს თავისი დაუწერელი კანონი აქვს. ვინ იცის, რა ადგილს შეგირჩევს, სად მოგიმწყვდევს”.
* * *
„ – როგორც ბედნიერებას, ისე უბედურებასაც შეჩვევა სჭირდება”.
* * *
„ – ხანდახან მეჩვენება, რომ ღმერთებისა და ადამიანების საქმეებს ვიღაც მესამე განაგებს”.
* * *
„ოჯახი სულის სარკეა, მუდმივი მზრუნველობის ობიექტი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ჩემო კეთილო, ადამიანი მაშინაა ბედნიერი, როცა რაღაცას ქმნის”.
* * *
„უპირველესი და უმთავრესი საკუთარი თავის დაძლევაა… დამორჩილება”.
* * *
„ბოროტები, მტარვალები შურისძიებას მაშინ იწყებენ, როცა ყველაფერს კარგავ, როცა ამქვეყნად არ გედგომება, როცა გაგაცამტვერეს, მიწასთან გაგასწორეს…”
* * *
„რატომ ხდება, რომ ხშირად რასაც გაურბი, სწორედ ის დაგიდგება წინ? ზოგჯერ ისიც ხდება, რომ რაც მეტს ფიქრობ, უფრო გიჭირს, სინამდვილის სრული შეცნობა”.
* * *
„არასოდეს არ უნდა უღალატო სიმართლისა და ადამიანურობის არსს”. – (ავტორი გენია.ჯი)