ამონარიდები ოტია იოსელიანის რომანიდან – „ქალი გამოვიდა საღალატოდ”
„სხვას ნუ გამოვეკიდებით, ცხოვრება რთულია და ვის ფეხი სად გადაუცდება, კოჭებში ნუ ჩავუსაფრდებით”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცრემლი შვებაა. ცრემლი გარიგებს ბედს, გაჩვევს, გამონებს. მოგატყუებენ, გიღალატებენ, გაგინებენ, განთხევენ, შენ ატირდები, აფლიქვინდები, თუნდაც აწივლდი და აკივლდი… ცრემლი შეიძლება შეფასება იყოს შენი მწარე ხვედრისა, მაგრამ პასუხი არა”.
* * *
„ბედ-იღბალი თუა და მართლა მინდობა შეიძლება, მაშინ, ჭკუა-გონება და აზრი რაღად გვინდა”.
* * *
„მონის „ფილოსოფიაა” – რა ვქნა, სვე-ბედმა ასე დამსაჯაო… და ბატონისაგან მიგდებულ გახრულ ძვლებს ლოკავს”.
* * *
„იმნაირი კაცი უნდა იყო, შენს დროში და წუთისოფელში, როგორმე შენი გზა იპოვო…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბრძოლა, ქალბატონო, ბრძოლა! აი, რას ჰქვია ცხოვრება”.
* * *
„ჩვენ ისევე ვართ წარსულზე ჯაჭვით ჩაბმული, როგორც მომავალზე”.
* * *
„ღალატისთვისა თუ სიყვარულისთვის რომ ქალები საგიჟეთში მოათავსონ, ნახევარზე მეტი, რკინის გისოსებისა და უსახელურო კარების მიღმა იქნებოდა გამოკეტილი”.
* * *
„მწვერვალები არწივების საბუდარია და არა ქურდ-ბაცაცა ბეღურებისა და მესკიების”.
* * *
„ვინც იბადება, იმის ცალიც იბადება, მაგრამ, საუბედუროდ, ათი ათასებში იმ შენი ტოლფასის პოვნა ჭირს. არც ის შენი ნამდვილი ნახევარი არგია სხვას და არც შენ – სხვის ნახევარს. ორივეს ღარღილი წამებაა და ძებნა უპოვარისა. ხანჯლით შუაში გაჩეხილია ადამიანები და სხვა სხვის ნახევარს სახელდახელოდ, ნაჩქარევად მიკერებული. ვერ გუობს სხეული უცხო სხეულს და ერთმანეთს წამლავს. ათასში ერთს თუ გამართლებია და თავისი ნახევარი დატოლებია”.
* * *
„ცხოვრება ჩვენსავით გულჩვილი როდია… ჩვენ მას ჯარისკაცებად ვყავართ გაჩენილნი და ჯარისკაცს ვინ ჰკითხავს უნდა ომი თუ არა”. – (ავტორი გენია.ჯი)