ამონარიდები სერგი ჭილაიას რომანიდან – „ეკატერინე ჭავჭავაძე”
„ – ჩვენთვის სულ ერთი არ არის, ჩვენი ბავშვები ქართულად აღიზრდებიან, თუ რუსულად. ალბათ, თქვენ არ გაგიგონიათ ჩვენი წინაპარი, ცოტნე დადიანი. იგი სულ ახლად დაქორწინებული იყო, როდესაც გაიგო, რომ ქართველებს მტერი შემოესია, ქვეყანა ააოხრა და ერის მეთაურები ტყვედ წაიყვანა. ცოტნემ ახლად შერთული ცოლი მიატოვა, თავის ძმებთან – ქართლელებთან გაეშურა და ყველას დაუმტკიცა, რომ ქართლის ჭირი მეგრელების ჭირიც არის, ისევე, როგორც კახელებისა და იმერლების. ჩვენს წინაპრებს ამ შეგნებით უცხოვრიათ და აბა, ჩვენ როგორ გადავუდგებით ჩვენს რჯულსა და ტრადიციას, წინაპართა ჩვეულებასა და ადათს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მართლაც და, რა ცოტა რამ ჰყოფნის გლეხკაცს კმაყოფილებისათვის და ამასაც არავინ ანებებს მას!”
* * *
„სილამაზე დიდი განძია, ფასდაუდებელი განძია ქალისთვის, ისეთი დიდი ნიჭია, რომელსაც ღმერთი ქუჩებში როდი არიგებს. ამ განძს, ამ ნიჭს დაფასება უნდა. ისე კი, სილამაზეს, როგორც დიდ განძს, ისევე უამრავი მტერი და მოშურნე ჰყავს, როგორც დიდ სიმდიდრეს”.
* * *
„ეჭვი ყველაზე საშინელი სენია. ლამაზი ცოლის ქმარი თუ ეჭვს აჰყვა, მშვიდობას და მოსვენებას დაჰკარგავს. ეჭვით შეპყრობილი კაცი უბედურია. ეჭვი საშინელი წელკავია, თუ იგი გაგიჯდა სხეულში, მერე ძნელია თავის მორჩენა. ამიტომ ყოველი შეგნებული კაცი უნდა ერიდოს ეჭვის ანკესზე წამოგებას”.
* * *
„ – ხალხის ნათქვამი, თვალი სვამს და თვალი ჭამსო, ზერელე ნათქვამია. თვალი კი არა, ადამიანის გული გრძნობს ყველაფერს უტყუარად. გული არასოდეს გიმტყუნებს. ყველაზე მთავარს თვალი ვერ დაინახავს, – გული კი უთუოდ იგრძნობს. თვალი ბრმაა, გულით უნდა ეძიო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რომ არ გახდე სხვისი გრძნობების ფეხქვეშ სათელი, შენ შენი გრძნობა უნდა ანებივრო”.
* * *
„მდიდარი სწორედ მაშინ ხარ, როცა კმაყოფილი ხარ იმით, რაც ღმერთს შენთვის მოუცია”.
* * *
„რაკი ცოცხალი ვართ, რაკი სიცოცხლე გვინდა, სიყვარულიც აუცილებელია. უსიყვარულოდ, უგაზაფხულოდ, უმზეოდ სიცოცხლე შეუძლებელია და არც არვინ არ მოისურვებდა ასეთ ცხოვრებას”.
* * *
„სიმართლე მუდამ ჩუმად არის სადმე კუთხეში მიმდგარი და იქიდან გვიცქერის”.
* * *
„ეჰ, ვინ გაიგებს ამ ცხოვრების უკუღმართ განაჩენს…” – (ავტორი გენია.ჯი)