ამონარიდები ოტია იოსელიანის რომანიდან – „ქალი გამოვიდა საღალატოდ”

„შენი ერთგულების ნიჭი რომ დაინახო, ვინმეს უნდა დასჭირდეს ეს ერთგულება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მგლის თავზე სახარება მგელმა არ უნდა წაიკითხოს”.

* * *

„იმითი თავს ვერ მოიწონებ, რაც შენ არ შეგიქმნია”.

* * *

„უჯარო სარდლის სამხედრო ნიჭზე არავინ ლაპარაკობს”.

* * *

„ყოველ საქმეს, საძრახი იქნება ის თუ სასიქადულო, ცოდნა სჭირდება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სიკეთე, როგორი შეუვალი ჭეშმარიტებითაც არ უნდა შეიმოსოს, მაინც კარგად გალესილი მახვილი სჭირდება, რომ გველეშაპი განგმიროს”.

* * *

„თვალი კარგად გაახილე და, როცა სიკეთის გზას ადგები გგონია, მისი ავ-კარგიც უნდა იცოდე, ბრმა სიკეთეს და კეთილშობილებას ზოგჯერ ბოროტებაზე არანაკლები უბედურება მოსდევს”.

* * *

„უვიცი იმ ბავშვივითაა, ცეცხლით მოხიბლული რომ მისკენ ილტვის”.

* * *

„ამხედრებული ბევრი გვინახავს და გამარჯვებული ცოტა”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>