ამონარიდები ოტია იოსელიანის პიესიდან – „ურემი გადაბრუნდა”
„გაჭირვებამ იქნება უკადრისი გაკადრებინოს, შენ რომ სხვას გაუწბილებდი, ისეთი რამეც…” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის… ვინც ცოცხალი რჩება. მკვდრის სიცილი არ გამიგონია მე!”
* * *
„შორს გაიხედე, შორს, თორემ თავის წინ სალაფავს ცხოველიც ქე ხედავს”.
* * *
„ჩემი ტკივილი, სინდისი და ნამუსი ჩემმა ეზო-გარემომ უნდა დაიტიოს… ესაა ჩემი და ჩემმა ჩემი უნდა შვას”.
* * *
„ვინც თავისას მიატოვებს, ჩემი ეზოს პატრონად არ გამოდგება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანი ნუ მოკვდება, თუ არა…”
* * *
„სოფელს ცალი თვალი და ყური ქალაქისკენა აქვს, თუ ვინმე გააჩნია, იქა ყავს და აბა, საით იყუროს…”
* * *
„გაჭირვებაა, რომ აყვირებს ადამიანს და დაბადებიდანვე ატირებს…”
* * *
„ქალი რო კაცის პატრონი გახდება, კაცის გუნებისად უნდა გაისარჯოს”.
* * *
„ჩვენში კაცი მთელი სიცოცხლე უნდება საზრიანი, დარბაისელი კაცის სახელს და რომ დაიჩემებს, მერე იმას იქაც ვენდობით, რაც არ მოგვწონს და საჩორითოდ გვეჩვენება”. – (ავტორი გენია.ჯი)