ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„გაივლის წლები, მოვა სხვა დრო, სხვა თაობა და ის დრო მკაცრად გაგვასამართლებს. ვერ მოვუარეთ და ვერ ვუპატრონეთ ჩვენს ქვეყანას. ახლანდელ ქართველებში კაცს ვერ იპოვით, ერთი აზრი და ერთი მიზანი რომ ჰქონდეთ. ყველა ცალკე ფიქრობს, ცალკე ოცნებობს პირად ბედნიერებასა და კარიერაზე; საზოგადო საქმე და სამშობლო კი, აბა, ვის ახსოვს ახლა ჩვენს დროში – ზოგისთვის სულ ერთია სად იქნება, საქართველოში, თუ სადმე შორეთს გადახვეწილი, ოღონდ კმაყოფილი იყოს და ბედნიერი ლამაზი ცოლი ჰყავდეს, ძვირფასი ავეჯი და ბევრი ფული ჰქონდეს. ეს არის და ეს ახლა ქართველი კაცის ოცნება. და აი, ხომ ხედავთ, საქართველოსგან თითქმის აღარაფერი დაგვრჩა. ჩვენ ჩვენი უხეირობა გვღუპავს ყოველთვის!” – სერგი ჭილაია (ეკატერინე ჭავავაძე) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სპარტაკის დროიდან მოყოლებული ისტორიას არაერთხელ უჩვენებია ადამიანის ღირსებისა და სიდიადის მაგალითები”. – ბრუნო პიცი (შიშველი ხელით მგლის ხროვაში)
* * *
„გულდიდობის ხიბლი ხშირად ძნელი შესალევია და მისმა შინაგანმა ძვრებმა და ბიძგებმა შეიძლება იმისთანა უფსკრულის პირზე შეგმართოს, რაზეც ვერ გადახტე”. – ოტია იოსელიანი (ქალი გამოვიდა საღალატოდ)
* * *
„სიზმარივით ხანმოკლე წუთისოფელი მტრობად, ძარცვად, გლეჯად და შურისძიებად არა ღირს. რა უნდა მოიხვეჭო, რა უნდა იშოვო, ვისზედ რა უფლებით უნდა იბატონო, როცა ყველაფერი ყველასათვის საბოლოოდ და სამუდამოდ სრულდება”. – რეზო ჭეიშვილი (დალი)
* * *
„ – საერთო აღარაფერი მაქვს იმათთან, ვინც მე ცუდად მომექცა…” – მორის დრიუონი (ძლიერნი ამა სოფლისანი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – იცი თუ არა, ყველა კაცი რომ არ არის ღირსი კაცობის სახელის ტარებისა! იცი, რომ ზოგი ფრინველია – სჭამენ, ზოგიც ისეთია თვითონ აჭმევენ ხორცს! „კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძევს კაცით კაცამდისო!” – გიორგი ლეონიძე (ციციკორე)
* * *
„უმჯობესია საშინელი დასასრული, ვიდრე დაუსრულებელი საშინელება”. – ბრუნო პიცი (შიშველი ხელით მგლის ხროვაში)
* * *
„ქალისა და კაცის წაწყმედაში მეტნაკლებად ორივე სცოდავს. თავიდან მდედრმა თუ ცოტა მაინც არ წაიკეკლუცა და მამრის წიაღში რაღაცა ცოდვის მარცვალი არ ჩააგდო, კაცი თუ მთლად მოძალადე პათოლოგი არაა, ვნების ცეცხლის ასე სულ არაფერზე, ცივ სოხანეზე უნაპერწკლოდ არ დაინთება”. – ოტია იოსელიანი (ქალი გამოვიდა საღალატოდ)
* * *
„შორს ყველაფერი მიწიერი!” – ფრანც გრილპარცერი (ოქროს საწმისი)
* * *
„ღმერთმა ქალი იმიტომ შექმნა, რომ კაცებმა თავისი ავი და კარგი დაინახონ”. – უილიამ ფოლკნერი (სული რომ ამომდიოდა) – (ავტორი გენია.ჯი)