ამონარიდები ოტია იოსელიანის პიესიდან – „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი”
„ეშმაკობაც ჭკუაა”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ეჭვი სიყვარულის მჭედელია”.
* * *
„უთქმელს ათას კუდს გამოაბამენ, ნათქვამს რა კუდიც არ უნდა ექნეს, მაინც ერთი კუდი ექნება”.
* * *
„ცხოვრება ვირის საპალნეა. მე ამ საპალნესა ხან აღმა მივათრევ, ხან დაღმა, ხან ტალახში ვეფლობი, ხანაც შარაზე მივთოხარიკობ, ხანაც, რომ გამიჭირდა, არა? ჩოქიც ვქენი, ხანაც ზურგი რომ გადამეღლიტა, ჩრდილი ვიჩრდილე. ჩემი ნაოფლარი რომ სხვამ მოძოვა და კუჭი გამიხმა, ავდექი და სხვისი ბოსტნის ღობესთან რომ მაღალი ბალახი დავინახე, პირიც გადავუწიე”.
* * *
„მამაკაცი, რა რეგვენიც არ უნდა იყოს, მაინც პატივმოყვარეა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როგორ წახდა წუთისოფელი, ადამიანმა ადამიანის ნდობა დაჰკარგა, კაცო. ქვეყანა ჩალის ფასადაც აღარა ღირს, სიცოცხლე გახვრეტილ კაპიკადა…”
* * *
„კაცო, ქვეყანა ჩალით ხომ არაა დახურული, მართლაცდა, თუ ღმერთი გაწყრა, და ღმერთი აღარაა, კაცი რა იქნა, კაცი ხომაა, სამართალი ადამიანის გაჩენილია და მეც ხომ ადამიანის შვილი ვარ!”
* * *
„მეტი თუ არაფერი შეგიძლია, კარგი სიტყვა მაინც უთხარი კაცს”.
* * *
„ადამიანს მეგობარი ნუ მოუშალოს ღმერთმა და მეგობარს მეგობრის ხელი”.
* * *
„ეგრეცა ხდება, ხშირად ერთი ზარი რეკავს და ვისაც როგორ უნდა, ისე ესმის”. – (ავტორი გენია.ჯი)