ამონარიდები ოტია იოსელიანის პიესიდან – „სანამ ურემი გადაბრუნდება”
„ – ვინ იცის, კესარია, ბედნიერება სად თავდება და უბედურება სად იწყება! სად ვეძებთ სიკეთეს და სად უნდა გვეძებნა!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რაც გიყვარს, ის მძიმე სულაც არაა”.
* * *
„კაცს რომ თავის თავი უზამს, იმას ვერცერთი მტერი ვერ უზამს”.
* * *
„შვილი თუ გიყვარს, რძალი უფრო უნდა გიყვარდეს!”
* * *
„ – გაორებული კაცი, ჩემო კარპე, დაღუპულია!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საქმე კია, შენ გამკეთებელი მითხარი თუ არა”.
* * *
„აგაბო: ხომ გახსოვს, კოკი, რომ შევთვერი და საზურგეს ნამეტანი მივენდე, გადავიწიე კიდეც, მერე აღარ მახსოვს; სკამის ცალ ფეხსაც დავეყრდნე და შენი მტერია, მე მაშინ გავცურდი იმ გაპრიალებულ იატაკზე და დავასკდი მიწას… მიწას კაი შენ, მაგრამ სად იყო მიწა…
კესარია: აბა, რავა მოჭერი თავი ბიჭს, იმ პატიოსან ხალხში…
აგაბო: კი, კესარია, მართალია. ჯორკოზე რომ ვზივარ, ვიცი, მისაყრდნობი არა აქვს, ფხიზლად ვარ არ დავთვრე, ძილი არ მომერიოს, არ წავიქცე; თუ მაინცდამაინც, ახლა, სიცილით გადავფიჩინდი, აქვე მიწა მაქვს, მაშინვე მივაშველებ ხელს. ერთს კი დავიზნიქები, მაგრამ ავიქნევ ტანს და გავსწორდები…”
* * *
„ქვეყანა ასეა მოწყობილი და შენ დაუდგები ქვეყანას?”
* * *
„ორი დღის წუთისოფელია ადამიანი”.
* * *
„მიდღემჩი ვინ ყოფილა, რომ ჩვენ ვიყოთ!” – (ავტორი გენია.ჯი)