ამონარიდები ვალენტინ რასპუტინის რომანიდან – „უკანასკნელი ვადა”
„დღეს ის კაცი ითვლება ანგელოზად, ვინც სვამს და ჭკუას არ კარგავს. მთლად თუ არ ეკარება სასმელს და, ხელში ატაცებული უნდა ატარო, ხალხს უჩვენო: ნახეთ რა საოცრებააო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რახან ცას გამოეკერე, უნდა მოითმინო კიდეც. ღმერთი ითმენდა და ჩვენც ეგ დაგვიბარა”.
* * *
„რასაც გეუბნებიან, ყველაფერს კი არ უნდა მოუსმინო!”
* * *
„დედაკაცის ცემა დასჯის უმაღლესი ზომაა, დახვრეტასავით”.
* * *
„შვილების ნახვით რომელ დედას არ შეემატება ძალა?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სირცხვილს ვერ ჩამოირეცხავ”.
* * *
„კაცი იმისთვისაა კაცი, მუდამ თავის ადგილი იცოდეს”.
* * *
„მეხსიერება ერთია. ჩაგრჩება და მორჩა”.
* * *
„ზოგს ისეთი მწარე ენა აქვს, ეშმაკსაც კი გააჩუმებს”.
* * *
„ – ადრე ცოდვა მაინც იცოდნენ, ახლა ისიც დაივიწყეს.
- ცოდვაც დაივიწყეს და სირცხვილიც”. – (ავტორი გენია.ჯი)