ამონარიდები ოთარ ჩიჯავაძის რომანიდან – „ნადირი”
„ღმერთო, რა საზიზღარია შეშინებული კაცი?!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რატომაა, რომ გულქვა ეგოისტსა და ხეირის მაძიებელს ჩვენ დღეს ვეძახით პრაგმატიკოსს? გაქნილსა და შემგუებელს – მოხერხებულ ადამიანს… ყალთაბანდსა და არამზადას – საქმოსანს?..”
* * *
„კი ბატონო, გიყვარდეთ ცხოველები… მაგრამ ნუ მიაწერთ მათ ადამიანურ გრძნობებსა და ღირსებებს!”
* * *
„ზედმეტი მოკრძალება ზოგჯერ ტრაბახზე უარესია…”
* * *
„ – ცხოველებისადმი სიყვარული ადამიანს აკეთილშობილებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უსიამოვნო ერთი თუ დაიწყო, მერე მიყვება ხოლმე…”
* * *
„სიბოროტე ყოველთვის აქტიურია”.
* * *
„ხელოვნებაში შეიძლება გაკეთდეს ყველაფერი, ერთადერთი პირობით, ეს უნდა იყოს ძალიან ნიჭიერად შესრულებული”.
* * *
„ – სიბერე, ეს თანდათანობით სიკვდილია!”
* * *
„სხვისი პირადი ცხოვრება არავის ეხება…” – (ავტორი გენია.ჯი)