ამონარიდები აკაკი მუხურაძის რომანიდან – „გამჭირვალე ნიღბები”
„ფულმა როგორ უნდა გიხმაროს კაცი”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მისხალ-მისხალ გამოზომილი წუთისოფელი სიამტკბილობას უნდა მოახმარო. არ უნდა გააცდინო. დღეს რაც დაგრჩება, იმას ხვალ ვეღარ შეჭამ. ხვალ ხვალისა გელის შესაჭმელი. ეს ცხოვრება იმიტომაც მოიგონა ღმერთმა, ამას ქვემოთ არაფერი მოიკლო, – და გვაჯიმ ვაჟკაცურად დაირტყა ხელი ჭიპის გასწვრივ, – ცხოვრების მთელი აზრი ამის ქვემოთაა!”
* * *
„ყველას და ყველაფერს ფულის მოთხოვნილება განსაზღვრავს, რადგან ადამიანმა კარგად იცის, რომ ფული ნაღდი საფუძველია მისი არსებობისა, ხოლო სამსახური და თანამდებობა – კახპა ქალივით სანდო”.
* * *
„კანონი და მორალი ჭკვიანებმა მოიგონეს რეგვენებისათვის, რადგან რეგვენები გზებში ვერ ერკვევიან და ვინმემ უნდა მიუთითოს. ასე იარეო! ჭკვიანები თვითონვე ირჩევენ გზებს”.
* * *
„თავისუფლებას ორი რამ ანიჭებს ადამიანს: ჭკუა და ფული”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ყოველი ჭეშმარიტება მოჩვენებითია, ბებერო!”
* * *
„სანამ დირექტორი გახდებოდი, ადამიანი იყავი და კაცად მეგულებოდი. რაც დირექტორი გახდი, შენი ვერაფერი გამიგია: ხან იქითა ხარ, ხან აქეთ. ერთი სიტყვით, მაიმუნობ რაღა. თუ გინდა დარწმუნდე მაიმუნიდან ადამიანის გაჩენაში, როგორც დარვინამ თქვა, შენისთანა ვინმე უნდა დასვა დირექტორად, რაც მაღლა წაიწევს, მით უფრო დაემგვანება მაიმუნს და ბოლოს და ბოლოს ნაღდი მაიმუნი შეგრჩება ხელში”.
* * *
„ცხოვრება ასე დააკანონა ბუნებამ, კაცი უნდა ქმნიდეს, ხოლო ქალი უნდა აღაფრთოვანებდეს შესაქმნელად. ქალი საშუალებაა კაცთა ასობისა!”
* * *
„ – სიკეთეზე ფიქრი კარგმა დირექტორმა ფეხებზე უნდა დაიკიდო, ტიგრან! – მოძღვრავდა თავის ხელქვეითს გვაჯი, – კარგ დირექტორს სულ შიშში და ფეთებაში უნდა ყავდეს ხალხი, ამოსუნთქვის საშუალებაც კი არ უნდა მისცეს, რომ თავში ცუდი აზრი არაფერი ჩაიდონ. როგორც კი დაინახამს სიტყვის სათქმელად ლაყუჩებს შეატოკებს, იმ წამშივე უნდა ეძგეროს, მოაკეტინოს და სანამ გონს მოვიდოდეს, ერთსაათიანი რეჩით გამოულაყოს თავი. ამ სკამიდან ძალიან ადვილია ხალხის მორჩილებაში ყოლიება, ტიგრან, ეგ იმიტომ, რომ აქედან შტერი, ბრძენი, თუ ჭკვიანი, ყველა ბრიყვად გეჩვენება, ტიგრან და ეს დიდ ძალასა და რწმენას გმატებს, თანაც ამ ბრიყვების მიმართ შენს უპირატესობაში გარწმუნებს. ადამიანები რაგინდ ჭკვიანებიც არ უნდა იყვნენ ცალ-ცალკე, ერთად შეკრებილები ბრიყვებად იქცევიან ხოლმე და ამიტომაც ადვილად მოჰყავთ მორჩილებაში, ტიგრან!”
* * *
„საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ყველაფერს, ავსაც და კარგსაც, თავისი დასასრული აქვს”. – (ავტორი გენია.ჯი)