ამონარიდები სომერსეტ მოემის რომანიდან – „ჭრელი საბურველი”
„სილამაზე ღმერთის ნაბოძვარია, მისი ერთ-ერთი უიშვიათესი და გამორჩეული საჩუქარია. მადლიერნი უნდა ვიყოთ, თუკი წილად გვხდება ეს ბედნიერება. არა და მაინც მადლი უნდა ვუძღვნათ თუ სხვებს მიანიჭა ჩვენი თვალის საამებლად”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თავის დაჭერა ადვილია, თუ საკუთარი თავის გარდა არავინ და არაფერი გაინტერესებს ამ ქვეყნად”.
* * *
„ზოგჯერ იქნება საჭიროა სხვა მოატყუო, მაგრამ საკუთარი თავის მოტყუება საზიზღრობაა”.
* * *
„საოცარი გრძნობაა, როცა ამქვეყნად არავის ენაღვლება, ცოცხალი ხარ თუ მკვდარი”.
* * *
„მე მაინც მგონია, რომ ერთადერთი რამ, რის გამოც შეიძლება ამ ქვეყანას ზიზღის გარეშე შეხედო, სილამაზეა, ადამიანები ქაოსიდან რომ ქმნიან ხოლმე დროდადრო. ესაა ფერწერული ტილოები, მუსიკა, წიგნები და შინაარსიანი ცხოვრება. ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ლამაზად გატარებული ცხოვრებაა. ეს ხომ ხელოვნების სრულყოფილი ქმნილებაა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცხოვრება მძიმე ჯვარია, თავიანთი ნება-სურვილით რომ ეზიდებიან ადამიანები”.
* * *
„ზრდილობიანმა ქალმა ისეთი რამ არ უნდა ჩაიდინო, რაც ხალხს აალაპარაკებს”.
* * *
„ – საკმარისი არაა, რომ რელიგიის მსახური განუწყვეტლივ ლოცულობდეს; იგი თვითონ უნდა იყოს მლოცველის განსახიერება”.
* * *
„როცა ამქვეყნად მუდმივი და დიდად საგულისხმოც არაფერია, რა საწყენია, რომ ადამიანები რაღაც უაზრო წვირლმანებს ანიჭებენ მნიშვნელობას, ამით თავსაც იუბედურებენ და სხვასაც”.
* * *
„ – როცა გიყვარს, ეს უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე, როცა უყვარხარ. თვითონ თუ არ გიყვარს, ზოგჯერ მადლიერიც კი არა ხარ ადამიანისა, ვისაც უყვარხარ. უბრალოდ, თავს გაბეზრებს და მეტი არაფერი”. – (ავტორი გენია.ჯი)