ამონარიდები ალბერ კამიუს რომანიდან – „შავი ჭირი”

„საზოგადოების კეთილდღეობა თითოეული ადამიანის ბედნიერებას გულისხმობს”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – მე მხოლოდ ბოლომდე თქმული სიმართლისა მწამს”.

* * *

„ეჭვი არაა, რომ ომი მართლაც დიდი სისულელეა, მაგრამ ეს არ აფერხებს მის მსვლელობას. სისულელე მუდამ გამძლეა, ეს ადვილი შესამჩნევი იქნებოდა, ადამიანი ყოველთვის თავის თავზე რომ არ ფიქრობდეს”.

* * *

„კაცი მუდამ მარტო ვერ იქნება”.

* * *

„ – ხალხი, ბუნებრივია, სულ ლაპარაკობს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ცხოვრების თავიდან დაწყებისათვის სულაც არ არის საჭირო, ბედნიერი იყო”.

* * *

„არ არსებობს მოვლენა, კარგად თუ დააკვირდი, თავისი დადებითი მხარე არ ჰქონდეს”.

* * *

„ღმერთზე მეტად არ უნდა ავჩქარდეთ და არ უნდა ავაჩქაროთ ურყევი წესრიგი, რომელიც მან უკუნითი უკუნისამდე დაამყარა”.

* * *

„ქვეყანა აირ-დაირია, ვეღარაფერს გაიგებ კაცი, ექიმები მეტია, ვიდრე ავადმყოფები”.

* * *

„ – მართალია, ადამიანები უადამიანებოდ ვერ გაძლებენო”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>