ამონარიდები აკაკი მუხურაძის შესანიშნავი რომანიდან – „გამჭირვალე ნიღბები”
„მორალზე რომ იქადაგო, სუფთა ხელები და კიდევ უფრო სუფთა სული უნდა გქონდეს!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ერთი რამე იცოდე, შამშოვიჩ, სანამ ფულზე ყველა ბითურს ხელი მიუწვდებოდეს, ფულს თავისი ძალა და ყადრი ყოველთვის ექნება. ვთქვათ ასი კაციდან ოცი ფულიანია, ეს ოცი კაცი ყოველთვის იყიდის და გაყიდის დანარჩენ ოთხმოცს, მაგრამ როცა ასიდან უკვე ოთხმოცს ექნება, აი მაშინ დაკარგავას ფული თავის შნოს და ლაზათს, ხოლო როცა ასიდან ასივე ყელამდე იქნება, მაშინ ფული სკივრებიდან სანაგვე ყუთებში გადაიყრება. მაგრამ შენ მაგის დარდი ნუ გაქვს, მაგ დროს მე და შენ უკვე მიქელ გაბრიელის ჯიგარში ვიქნებით მონელებული”.
* * *
„ქალის სილამაზე მისი უმანკოების დაუძინებელი მტერია; სილამაზე და უმანკოება დიდხანს ვერ მეზობლობენ”.
* * *
„ – ამხანაგური სასამართლო? ტი-ტუ! გვაჯიმ სიცილის ისეთი ქარბუქი დააყენა, ოთახში ჰაერი შეტორტმანდა, შექანდა და ფარდებმა დიდებული ტანგო გამართეს. – ამხანაგური მილიცია არ გეგულებათ სადმე? ამხანაგურ ციხეებსაც ააშენებენ ალბათ როდინობის კვირეში! ამხანაგურმა პროკურატურამ რაღა დააშავა? – გვაჯიმ აქ პაუზა გააკეთა. ფიზიონომია სერიოზულობის მეთორმეტე არხზე გადართო და განაგრძო, – ამხანაგური კაი შებერვა ვიცი მე, ეგ ამხანაგური სასამართლო კი ვიღაც დიდი აფერისტის მოგონილია, ამხანაგობა ერთ სისხლს და ხორცს ნიშნავს და თუ ხუთი ამხანაგი ასამართლებს მეექვსეს, გამოდის რომ ხუთი დამნაშავე ასამართლებს მეექვსეს. ეგ იმისთვისაა მოგონილი, რომ ამხანაგობას და ძმაკაცობას წყალი შეუყენოს და გარყვნას!”
* * *
„ – სხვის სულში რომ აფათურებ ხელებს, საკუთარშიც ჩაიხედე!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მატერიალური პლუს ძალაუფლება! ახალი არ გეგონოთ: უძველესი ფორმულაა!”
* * *
„ – იცით, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა? ეს არც კიბოა, არც ჭლექი და არც ინფარქტი, არც მელანქოლიაა, რომ იცოდეთ, ყველაზე საშინელი ზიზღით დაავადებაა!”
* * *
„ – ეს ცხოვრება, ჩემო გივი, თამაშია, ვინ ვის მოატყუებს! ან უნდა ატყუებდე, ან უნდა ტყუვდებოდე, სხვა გზა არ არსებობს. თუ არ გინდა მოტყუებული დარჩე, ადექი და შენც მოატყუე! შენ თუ იმას გამოუდექი, ის მეორე მესამეს რატომ ატყუებს და მეოთხე მეხუთესო, სულელად დარჩები და მაგ სისულელისათვის არავინ დაგიდგამს ძეგლს, დამიჯერე მე შენ”.
* * *
„ფულის წინაშე შეუძლებელი არ არსებობს, ფული ყველაფერს აკეთებს – თვალხილულს და არხილულს!”
* * *
„ძალაუფლებამოსილი უმეცრება თავისი ატრიბუტებით გაცილებით მეტ მნიშვნელობას იძენს საზოგადოების ცხოვრებაში, ვიდრე რომელიმე ან რამდენიმე მეცნიერება ერთად”. – (ავტორი გენია.ჯი)