ამონარიდები ოტია იოსელიანის რომანიდან – „ტყვეთა ტყვე”
„კაცი კი არა, ღმერთიც არ უნდა აჩქარდეს მსჯავრის დადებისას”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ერთი გასროლა, რომელიც მიზანს მოხვდა, შემზარავია”.
* * *
„ზოგჯერ არის იმხელა უბედურება, რაზეც არ გინდა იფიქრო. გგონია, რომ წარმოიდგინო, დააჩქარებ ამ ცოდვის დღეს და ამით ღმერთს, თუ ბედისწერას, გაახსენებ, რომ შეიძლება ასეთი საშინელებაც მოახდინოს, თანახმა ხარ ყველაფერზე იფიქრო, მკრეხელობაზე, განკითხვაზე, წარმოუდგენელზე, მასზე კი არა, რომ გზა აუბნიო იმას, ვისაც შეუძლია ეს ჩაიდინოს…”
* * *
„ვისაც არ დაუშავებია, ერთიასად ისჯება”.
* * *
„საფლავი ყველას ეკუთვნის: მრუდსაც და მართალსაც”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ძნელი სანდოა კაცი, რომელსაც ღმერთი არ სწამს”.
* * *
„ყოველთვის მტერს არ ხვდება თუნდაც კარგად დამიზნებული ტყვია”.
* * *
„მკვდარი მიწისაა”.
* * *
„ღმერთო, როგორ არივ-დარიე ეს ქვეყანა, თვითონ რომ ჩამოხვიდე, მრუდს და მართალს ვეღარ გაარჩევ, ვეღარაფერს გაიგებ!”
* * *
„მძიმე ხელი აქვს ღმერთს”. – (ავტორი გენია.ჯი)