ამონარიდები სერგი ჭილაიას რომანიდან – „ეკატერინე ჭავჭავაძე”

„ყოველი ცდა ადამიანისა იყოს პირველი ამ ქვეყანაზე, ამაო ყოფილა, დიახ, შენ შეგიძლია იყო შენს ოჯახში პირველი, შენს სამთავროში, შენს სახელმწიფოში, მაგრამ მოსცილდები თუ არა ამ დედაფუძეს და სხვას შეეხიზნები, ყველაფერი ერთბაშად გაქრება. თურმე შენი განდიდება შენს მიწას ეფუძნება და სხვაგან ვერასოდეს ვერ ჰპოვებ მის საფასურს, თუნდაც მპყრობელი გახდე სხვა ქვეყნებისა. შენს სახელს, შენდამი გულისტკივილს, შენს პატივისცემას, გულწრფელს და ნამდვილს, მხოლოდ შენი მამული თუ შეინახავს, სხვა კი, სანამ ძალა გაქვს და ხმალი ხელთ გიჭირავს, გემორჩილება, ოღონდ საკმარისია დაკარგო ძლიერება და ოქროში რომ გყავდეს ჩასმული და მისთვის თავი რომ გქონდეს შეწირული, შენზე გინებით გულს იჯერებს და მტრად გამოგაცხადებს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ამ ქვეყანაზე კიდევ არის სადღაც სამართალი”.

* * *

„ძნელია, ძნელი, ცეცხლთან თამაში”.

* * *

„ეჰ, ჩემო ლამაზო ქვეყანავ, ვინ რა იცის, რომ შენი ერთგული გლეხია, შენი ეროვნული ხე გლეხის დარგულია ამ დალოცვილ მიწაზე და ეს ხე არ გახმება, სანამ გლეხი ცოცხლობს. ეს ქვეყანა, უპირველეს ყოვლისა, გლეხის ოფლითა და შრომით არის აშენებული”.

* * *

„სილამაზე ბუნების მიერ ქალისათვის ბოძებული ყველაზე დიდი განძია; მაგრამ თუ მერე ბუნებამ ამ დიდ მადლს გონიერებაც ზედ დაანათლა, ქალს მეტი რაღა სჭირდება ამ ქვეყანაზე, ოღონდ კი შესწევდეს ძალა ამ საილამაზისა და გიონიერების გაფრთხილებისა!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ძნელი და რთული საქმეა, ამ ქვეყანაზე უსამართლობას ბოლო მოუღო”.

* * *

„მე მგონია, ადამიანის მისწრაფებაა, სხვისგან განსხვავებული იყოს, სხვას აჯობოს”.

* * *

„ჩვენებურად ქმარს მეუღლეს უწოდებენ, და ეს იმიტომ, რომ ცოლ-ქმრობა დიდი მოვალეობაც არის და დიდი უღელიც”.

* * *

„ბედნიერი მხოლოდ შენს სამშობლოში შეიძლება იყო, სწორედ შენს სამშობლოში აქვს მადლი და ლაზათი ნამდვილ სიყვარულს. შენს სიყვარულს შენს სამშობლოში უნდა ედგას მტკიცე ფესვი. მამულის ძუძუს უნდა სწოვდეს, სხვა სიყვარული რა სიყვარულია!..”

* * *

„ეჰ, ნეტავ როდის მოეღება ბოლო ცხოვრების უსამართლობასა და ავკაცობას!..” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>