ამონარიდები ნოდარ მოდებაძის რომანიდან – „ბოლო სიცრუისა”
„რამდენადაც სიმართლის თქმას მოერიდები, იმდენად მეტად გაიტან თავს!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„წარმოიდგინე, ყველა ყველაფერს ხედავს, იცის, მაგრამ კაცი არაა, გამოსწორებაზე იფიქროს!”
* * *
„დიპლომი შესანიშნავი ნიღაბია უნიჭობის შესანიღბავად”.
* * *
„დღეს, თანამედროვე ახალგაზრდამ ყველაფერი უნდა იცოდე”.
* * *
„პირდაპირ სპორტული ჟინია, სხვა რა?! როგორმე გამოჩდნენ. საქმეზე იმდენს არ ფიქრობენ, რამდენსაც თავის გამოჩენაზე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – იცოდე, ხალხს არ აწყენინო, არ გადაიმტერო. რაც არ უნდა მოინდომო, ყველას ყველაფერს ვერ გაუკეთებ, მაგრამ ყურადღებას ნუ მოაკლებ”.
* * *
„საერთოდ ასეა. როცა ადამიანს არაფერი არ აქვს, ურთიერთობას გრძნობებზე ამყარებს, შეიძენს ქონებას და ეს ურთიერთობა იმისდა მიხედვით მტკიცდება, თუ რამდენად გამორჩეულია ეს ქონება. რაღაც იკარგება, შინაგანად იკარგება”.
* * *
„პატიოსანი შრომით არაფერი გამოდის”.
* * *
„ნათესაობაში ერთხელ რომ ჩხირი გატყდება, მერე ძნელია გულის მობრუნება. მუდამ ხინჯად რჩება!”
* * *
„დღეს კაცი კარგად თუ არ გააძღე, კარგს ვერაფერს ათქმევინებ”. – (ავტორი გენია.ჯი)