ამონარიდები იორამ ჩადუნელის რომანიდან – „საშობაო მეჯლისი”

„ – ცხოვრება გაიძულებს, ძალაუნებურად მიაქციო ყურადღება ისეთ მოვლენებს, რომელიც წინათ არ აინტერესებდა ადამიანს!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – რახან ჭურჭელი გატყდა, წყალი ჟონვას დაიწყებს!..”

* * *

„ყოველთვის ერთნაირი ვერ იქნება კაცი”.

* * *

„ყოველდღიურად ჩამჩიჩინებენ – პირადი ინტერესები ყველაფერია; დიდძალი ფულის გარეშე ცხოვრება არ შეიძლება და მის მოსაპოვებლად თურმე ნამუსზედაც შეიძლება აიღო ხელი. განა შეუძლია გონიერ ადამიანს ყოველივე ამას ისმენდეს და საკუთარი ღირსების პატივისცემა შეინარჩუნოს?”

* * *

„ყველა ხეს თავისი ჭია ღრნის”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – მეგობრებს თუ არ დაუჯერე კაცმა, მაშ ვიღას რჩევა უნდა მიიღო?”

* * *

„ – მკვდრებს არ აძაგებენ, თუნდაც ამის ღირსი იყოს!”

* * *

„ – უპრინციპო კაცი ბნელშიც სააშკარაოზე ჩანს”.

* * *

„აბა, ერთი წუთით წარმოიდგინე, ყველამ რომ ერთი ვიფიქროთ და მეორე ვილაპარაკოთ, რა გამოვა? ხომ დაიქცა ქვეყანა”.

* * *

„კეთილგონიერი ადამიანი ბოროტებას არ ჩაიდენს!” – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>