ამონარიდები იორამ ჩადუნელის რომანიდან – „საზღაური”
„ქვეყნის ტვირთი, შენ კი არა, ღმერთმაც ვერ ატარა”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ისე მეჩვენება, უკუნეთ ღამესავით ძნელად სავალია ეს ცხოვრება!..”
* * *
„ასე მგონია, თუ სიმკაცრე არ იქნა, ისე ადამიანები არ იზრდებიან… კაცს ჩაქუჩი უნდა გეჭიროს და ისე ელაპარაკებოდე ზოგიერთს”.
* * *
„ – რას იზამ, ხდება ხოლმე, დრო ცვლის ადამიანს”.
* * *
„კაცის ყველაზე დიდი ტრაგედიაა, თუკი მხოლოდ თავისი თავისთვის არსებობს!..” – - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ძნელია ვინმეს პატიოსნებაზე დაიფიცო”.
* * *
„სადაც ადამიანი ცხოვრობს, იქ წინააღმდეგობაც თანდაყოლილი სენია, უფრო მეტიც: თანდაყოლილია მტრობაც, მაგრამ ადამიანი რახან გქვია, კიდევაც უნდა გაუძლო ცხოვრების ამ უკუღმართობას”.
* * *
„ – ჰმა, ადამიანები? ჭოტებივით თვალები დაუჭყეტიათ, ეგებ რამე ჰქონდეს, რომ ხახიდან ამოვაგლიჯოთო”.
* * *
„ჭკვიან კაცს ისე ერიდებიან, როგორც სახადით დაავადებულს”.
* * *
„ – რწმენა და იმედი აცოცხლებს ადამიანს.
- და თუ აღარც ერთი გაგაჩნია და აღარც მეორე, მაშინ რაღაა იგი?
- ასეთი ადამიანი საზრდოს გარეშე დარჩენილ მტაცებელს წააგავს”. – (ავტორი გენია.ჯი)